სერბეთის შესახებ: მართლმადიდებლობის კუნძული

სერბეთის რესპუბლიკა — სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყანაა, ბალკანეთის ნახევარ კუნძულზე. სერბეთი ესაზღვრება უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, მაკედონიას, ალბანეთს და მონტენეგროს? აგრეთვე ხორვატიას, ბოსნიას და ჰერცეგოვინას. ზღვის სანაპირო არ გააჩნია.

სერბიის დედაქალაქი მრავალჯერ აწიოკებული ბელგრადია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში 39 ჯერ იყო დარბეული! ქალაქი განლაგებულია მდინარე სავას და ცნობილი დუნაის სანაპიროებზე. სხვა დიდი ქალაქებია — სუბოტიცა, ნოვი-სადი, ნიში. სერბიაში ზომიერი- კონტინენტალური ჰავაა. თბილი ზაფხულის საშუალო ტემპერატურა შეადგენს +30 °C, თოვლიანი ზამთრის საშუალო ტემპერატურა -5°..-10°С. სერბეთს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს სილამაზის, ბუნებრივი და არქიტექტურული ღირშესანიშნაობების ოაზისი.

სერბეთის შესახებ - მართლმადიდებლობის კუნძული

სერბეთის მოსახლეობა ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარეა, ამიტომ მოგზაურობა ძალიან სასიამოვნოა. ბელგრადი განსაკუთრებული ქალაქია. სხვადასხვა ქვეყნების ჯარები იბრძოდნენ მის ბატონობაზე. ქვეყანაში ნაირნაირი სტილის შერწყმა იგრძნობა: კულტურის, სამზარეულოსა და ფოლკლორის სფეროებში. მეფე ალექსანდრის ხეივანზე მდებარეობს „თაშმეიდანის პარკი“, სადაც ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან დასვენება შეიძლება. მეორე ცნობილი პარკი „კამედაგანია“, რომელიც ისტორიულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. პარკი შემორტყმულია დიდი გალავნით, აქ ტარდება გამოფენები და წარსული მოვლენების ისტორიული რეკონსტრუქციები.

სერბეთის მართლმადიდებლურ სიმბოლოდ ითვლება წმინდა სავას ტაძარი, რომლის მშენებლობა 70 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ადა ციგანლიას“ პლიაჟი უამრავ დამსვენებელს იზიდავს. აქ შესანიშნავი დროს ტარება შეიძლება: პიკნიკის მოწყობა, წყლის თხილამურებით სრიალი, ფრენბურთით, პეინტბოლით ან გოლფით გართობა. დუნაის და სავას სუფთა წყლის, ლამაზი ბუნების და აწყობილი ინფრასტრუქტურის წყალობით აქ ყოველთვის ხალხსიმრავლეა, მაგრამ ადგილი ყველასთვის საკმარისია.

დედაქალაქში ტარდება ბევრი მუსიკალური, კინო და სხვა ფესტივალები: ლუდის ფესტივალი „Belgrade Beer Fest“, ევროპაში ერთერთი ცნობილი კინოფესტივალი „Fest“-ი.

ქვეყნის ყველაზე დიდი ციხე-სიმაგრეა – ბრანკოვიჩი, აგებული 15 საუკუნეში და გარშემორტყმული „დიდი“ და „პატარა“ ქალაქების კომპლექსით. სტუდენიცა, სოპოჩანი და სხვა ძეგლი იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. მილეშევოს მონასტერში პრიეპოლსკში ინახება ცნობილი ფრესკა “თეთრი ანგელოზი უფლის საფლავზე”.

ქალაქი ნიში თავისებური ხიდი გახლავთ, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას აერთიანებს, აგრეთვე სლავური და ისლამური სამყაროს შერწყმა. ნიშის მახლობლად ქრისტიანული კულტის ადგილებია: 11 ს. ლათინური ეკლესია, 15 ს. ბოლოს გაბროვაცის ტაძარი და სხვა მართლმადიდებლური ეპარქიის ძეგლები.

ეგრეთწოდებული “სერბეთის ათონი” მდინარე მორავას ულამაზეს ხევშია განლაგებული, რომელიც მოიცავს რამოდენიმე ეკლესიას: ამაღლების , მირქმის, წმინდა-სამების, წმ. ნიკოლოზის და სხვა 15-17 საუკუნეების ეკლესიები და ძეგლები. ბევრი ბალნეოლოგიური კურორტი, სამკურნალო ტალახების და მინერალური წყლების კლინიკები და სანატორიუმები თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით იზიდავენ ტურისტებს: ჩიგოტა, ბუიანოვაჩკა-ბანია, ბრნიაჩკა-ბანია, ნიშსკა-ბანია და სხვა. სერბეთის სამზარეულო განსაკუთრებით მოწონებას დაიმსახურებს ხორცის მოყვარულებს შორის. ხორცის კერძების მომზადების თავისებურება გამოიხატება დამლაშებული ფერმენტირებული რძის „კაიმაკი“-ს გამოყენებით. ძირითადი ცნობილი კერძებია: კოტლეტი „ვეშალიცა”, ქაბაბი „ჩევაფჩიკი“, ბოსტნეულთან ერთად მოთუშული ხორცი „ჯიუვეჩი“, აგრეთვე შებოლილი ლორი “პრშუტი”, რომელიც მზეზე მზადდება მაღალმთიან ეკოლოგიურად სუფთა ფერმებში .

სერბეთში პოპლარულია ცხვრის და თხის ყველი- “კაჩკავალი”, “კაჩამაკი”, “ზლატიბორი” და სხვა.

მაგარი სასმელებიდან ყველაზე განთქმულია რაკია, რომლის დამზადება ნაციონალურ რიტუალად იქცა . სერბები ხმარობენ გამოთქმას „რაკიის გამოცხობა“. ყველაზე გემრიელი გარგრის რაკიაა, აგრეთვე მზადდება ქლიავისგან, ყურძნისგან, კომშისგან და სხვა ხილისგან. სერბეთში პოლულარულია ასეთი გამოთქმა: მაგარი ალკოჰოლური სასმელების სამფლობელოშო ორი მეფეა – ფრანგული კონიაკი და შოტლანდიური ვისკი, მაგრამ მხოლოდ ერთი დედოფალი -სერბული რაკია „სლივოვიცა“.

მსგავსი ჩანაწერები



Follow us

  • Naniko in Facebook
  • Naniko in Twitter
  • Naniko in Vk
  • Naniko in Odnoklassniki
  • Naniko in google plus

(English) Our park

(English)
Our company will provide you with different vehicles, staring from economy sedan cars and finishing with comfortable a/c buses. We also have different types of minibuses and what is the most important, Naniko rent a car has a park of jeeps, which are the best for driving mountainous regions of Georgia and not only.
More..