contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება კომპანია Naniko-საგან ჰელსინკის აეროპორტში

თუ გსურთ, რომ მოგზაურობისას არ განიცდიდეთ დისკომფორტს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამოკიდებულების გამო, ამაზე ჯობს მოგზაურობის დაწყებამდე იფიქროთ. კომპანია Naniko გაძლევთ საშუალებას, დიქირაოთ მანქანა ჰელსინკში და დატკბეთ თქვენი მოგზაურობით ფინეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში.

ეს ყველაფერი, სულაც არ საჭიროებს დიდ დროს; სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ, იმისათვის რომ ვებგვერდზე naniko.com გააკეთოთ ამ ყველაფრის ორგანიზება.

იქირავეთ მანქანა კომპანია Naniko-საგან და დაიწყეთ თქვენი მოგზაურობა კომფორტულად ჰელსინკის აეროპორტიდან!

ამ შემოთავაზების უპირატესობებია:

  • სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
  • ულიმიტო გარბენი
  • ტექნიკური დახმარება გზებზე
  • არანაირი გვერდითი ხაარჯები, ყველა გადასახადი შედის ფასში!

მანქანის მიღების მომენტამდე, 48 საათით ადრე თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი ან შეცვალოთ თქვენი ჯავშნის პარამეტრები.

ისიამოვნეთ თქვენი შვებულებით და კომპანია Naniko-საგან ნაქირავები მანქანით გახადეთ თქვენი მოგზაურობა ჰელსინკში უფრო სასიამოვნო!

ჰელსინკის აეროპორტი ერთერთი საუკეთესოა ევროპაში და ის აშენდა 1952 წელს ოლიმპიური თამაშებისათვის. მას აქვს ორი ტერმინალი და ქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. 2005 წელს აეროპორტმა გაიარა რეორგანიზაცია და გააფართოვა თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ჰელსინკის აეროპორტით წელიწადში დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი სარგებლობს. თუ თქვენ აქ ღამის გათევას აპირებთ, ამისათვის სასტუმროებს იპოვით, როგორც აეროპორტის შიგნით, ასევე გარეთ, აეროპორტის მახლობლად.

აფრენების სივრცეში მრავლად არის რესტორნები, კაფეები და თავისუფალი სავაჭრო ზონის მაღაზიები. თუ თქვენ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებთ გაფრენას, აქ არ მოიწყენთ, აქ იპოვით უამრავ მიზეზს დროის საინტერესოდ გასატარებლად.

როგორ მოვხვდეთ ქალაქის ცენტრში:

მანქანა ყველაზე მობილური  საშუალებაა იმისათვის, რომ მოხვდეთ ქალაქის ცენტრში ან მის მიმდებარე ადგილებში. ასევე ტაქსების კომპანიები აეროპორტშივე სთავაზობენ მგზავრებს თავიანთ სერვისს. მგზავრობის ხანგრძლივობა ცენტრამდე დაახლოებით 30 წუთია. როგორც წესი, ფასზე მათ წინასწარ უნდა მოელაპარაკოთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობუსი № 11, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს არა მხოლოდ აეროპორტსა და ქალაქის ცენტრს, არამედ ქალაქის სხვადასხვა რაიონებსა და დედაქალაქის მიმდებარე ქალაქებსაც.

ქალაქი ჰელსინკი, რომელიც სამხრეთ ფინეთში მდებარეობს, მყუდრო პროვინციული ქალაქის ატმოსფეროს გთავაზობთ. აქ, თქვენ ვერ ნახავთ ცათამბჯენებს და მეცხრამეტე საუკუნის შენობებს ბაზრის მოედნის ირგვლივ. აყვავებული მწვანე პარკები, თოლიები, ხალხმრავალი არხები და კაფებარები ღია ცის ქვეშ – ეს ყველაფერი ქალაქს ზაფხულის სეზონის მიმზიდველ ადგილად აქცევს.