contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ავტომობილის დაქირავება თბილისში

თუ თქვენ ჩამოხვედით კავკასიის ყველაზე ლამაზ და უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქში – თბილისში, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ავტომანქანა, რათა მოინახულოთ ქალაქის თვალწარმტაცი ადგილები. 
თბილისში, თქვენ მოიხიბლებით შთამბეჭდავი მთაწმინდის სილამაზით, იხილავთ უძველეს მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს, სინაგოგებს, მეჩეთებს, თანამედროვე და უძველეს არქიტექტურულ შედევრებს, გაისეირნებთ ღამის თბილისში და მოინახულებთ უამრავ საინტერესო ადგილს.
მსოფლიოში მანქანის დაქირავება ძალიან პოპულარულია. თბილისში მანქანას ქირაობს უამრავი ადამიანი.
ჩვენი კომპანია "ნანიკო" გთავაზობთ მანქანების დაქირავების ყველაზე მოსახერხებელ სერვისს.
კომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე შეიძინა საკმაოდ დიდი პრაქტიკა და ახლა მისი სერვისი სრულად აკმაყოფილებს ყველა იმ ძირითად სტანდარტს, რომლებითაც ხელმძღვანელობენ დიდ საერთაშორისო კომპანიებში.
ჩვენი კომპანიის ავტოპარკში არის, როგორც ეკონომ, ასევე  ბიზნესს კლასის მანქანები.
რაც ყველაზე მთავარია – უსაფრთხოება; ის ჩვენთან გარანტირებულია, რადგან ჩვენი მანქანები რეგულარულად გადიან ტექ. შემოწმებას. 
ჩვენთან მანქანის დაქირავება მომგებიანია, როგორც საქმიანი შეხვედრებისათვის, ასევე სამოგზაუროდ.
თუ თქვენ აპირებთ დატკბეთ საქართველოს რეგიონების სილამაზით და ამისათვის გჭირდებათ მანქანა, თქვენ ასევე შეგიძლიათ  დაიქირავოთ ის ჩვენთან. მოიარეთ მთელი საქართველო ნანიკოს მანქანით, ჩვენთან ხომ ულიმიტო გარბენი დაშვებულია.
მეტად კომფორტული მგზავრობისათვის თქვენთვის მანქანას ჩვენ ავღჭურვავთ დამატებითი აქსესუარებით:
სავარძლი ბავშვისათვის;
ველოსიპედის საჭერი;
სავარძელი ჩვილი ბავშვისათვის;
საბარგული;
GPS ნავიგატორი;
ჩვენ გვყავს მძღოლები მაღალი სტაჯით და კომპანია მზადაა ნებისმიერ დროს შემოგთავაზოთ მძღოლის მომსახურება.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – ჩვენთან ავტომანქანის დაქირავება საკმაოდ დაბალ ფასშია შესაძლებელი. მანქანის დაქირავების ფასი აუცილებლად შეიცავს დღგ-ს.
ავტომობილის დაქირავება თბილისში ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტილება გადაადგილებასთან დაკავშირებული ყოველგვარი პრობლემის მოხსნისა.
ჩვენი კომპანია მოგიგვარებთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ტრანსპორტან იქნება დაკავშირებული.
დაგვიკავშირდით, დაჯავშნეთ, დაიქირავეთ და განახორციელეთ თქვენთვის სასურველი მოგზაურობა თუ საქმიანი შეხვედრა ნანიკოსთან ერთად.
კომპანია "ნანიკო" ყოველთვის თქვენს სამსახურშია!