contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება – Naniko-საგან მილანის ორიო ალ სერიოს აეროპორტში

მანქანის დაქირავება – ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე იმ კუთხითაც, რომ თქვენ შეძლებთ აეროპორტიდან მანქანით სულ რაღაც ნახევარ საათში იყოთ ქალაქში. აეროპორტის ხელსაყრელი მდგომარეობა ასევე გაძლევთ უნიკალურ შანსს გეზი აიღოთ ალპური ზონის მიმართულებით.

კომპანია Naniko გელით მილანის აეროპორტში, რათა შემოგთავაზოთ მანქანის დაქირავების შესანიშნავი პირობები

  • როგორ ხდება დეპოზიტის გაკეთება?

დეპოზიტი შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც თქვენი საკრედიტო ბარათის ანგარიშიდან, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით, ხელშეკრულების შესაბამისად. როდესაც თქვენ დაქირავების ვადის გასვლის შემდეგ დააბრუნებთ ავტომობილს ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ის ჩაიბარეთ, დეპოზიტის თანხა ავტომატურად უკან დაგიბრუნდებათ.

  • ავტომობილის ზუსტად იმ მოდელს მივიღებთ რაც შევუკვეთეთ?

ზოგიერთი მანქანის გაქირავების სააგენტო მხოლოდ თქვენი დაჯავშნილი მანქანის შესაბამის კლასისა და კატეგორიის მანქანაზე გაძლევთ გარანტიას. რადგან Naniko დამოუკიდებელი კომპანიაა თავისი მრავალფეროვანი ავტოპარკით, ის ყოველთვის უზრუნველყოფს მოგაწოდოთ ის კონკრეტული მოდელი, რომელიც თქვენ შეკვეთისას აირჩიეთ.

  • იქნება თუ არა საზვავის ავზი სავსე?

როგორც წესი, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ აირჩიონ ერთერთი ქვემოთჩამოთვლილი სამი ვარიანტიდან:

  • სავსე/სავსე – ეს ნიშნავს რომ თქვენი მანქანის ავზი დაქირავების მომენტში იქნება სავსე და ამ შემთხვევაში ის დაბრუნების მომენტშიც სავსე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი თანხა დაიქვითება თქვენი დეპოზიტიდან.
  • სავსე/ცარიელი – ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მანქანის მიღებისას გადაიხადოთ ავზის გავსებისათვის საჭირო საწვავის ღირებულება. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ რათქმაუნდა მანქანას სავსე ავზით და დაბრუნების მომენტში კი ავზი იქნება ცარიელი.
  • ნახევრად სავსე – ამ შემთხვევაში მანქანა ბრუნდება იმავე ოდენობის საწვავით, რა ოდენობის საწვავიც იყო ავზში მისი მიღებისას. თუ ჩაბარებისას საწვავის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო მისი მიღებისას, ამ შემთხვევაში მისი ღირებულება უკან არ დაგიბრუნდებათ.

მანქანის დაქირავება Naniko-საგან მილანის ორიო ალ სერიოს აეროპორტში გაძლევთ შესაძლებლობას იყოთ თავისუფალი თქვენი მოგზაურობის მიმართულების არჩევანში!

ორიო ალ სერიოს აეროპორტი 1970 წლიდან გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისათვის, ხოლო უპირატესი სტატუსი მან 2003 წლიდან შეიძინა, როდესაც რიანეარმა ის აირჩია თავისი ფრენების შესასრულებლად. თუ თავდაპირველად აეროპორტი ემსახურებოდა მხოლოდ ჩარტერულ და ზოგიერთ შიდა რეისებს, ეკონომკლასის ავიარეისების შემოსვლა უკვე იმას ნიშნავდა, რომ აქედან შეიძლებოდა მოხვედრა ევროპის თითქმის ყველა ძირითად ქალაქში. ფაქტიურად ის გახდა პირველი იტალიური აეროპორტი, რომელიც იაფ ფრენებს ემსახურება.

  • მანძილი აეროპორტიდან ბერგამოს ცენტრამდე – 5 კმ.
  • მანძილი აეროპორტის ტერმინალიდან მილანის ცენტრალურ სადგურამდე – დაახლ. 45 კმ.
  • სამგზავრო მიმოსვლა 2008 წლიდან – 6,5 მილიონი