contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ბოსტონში Naniko-საგან.

მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქი ბოსტონი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ კულტურულ ცენტრს. საოცარია მაგრამ ფაქტია მთლიანად ქალაქსა და მის შემოგარენში 50-ზე მეტი უნივერსიტეტია, რომელთა შორის ყველაზე სახელოვანია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰარვარდი და ბოსტონის უნივერსიტეტი.

ყველა ის უპირატესობა რომელსაც Naniko გათავაზობთ ბოსტონში მოგზაურობის დროს.

  • ამერიკის შეერთებული შტატების კანონებით ქუჩაში მოძრაობის წესები, სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმები განსხვავდება შტატების მიხედვით. უმრავლეს შემთხვევაში იდენტურია, მაგრამ უმჯობესია გადამოწმდეს ყველა კონკრეტულ შტატში.
  • აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება საჭესთან ალკოჰოლის მოხმარების სტანდარტებს. კატეგორიულად იკრძალება საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა. ზღვარი არის 0,08% და გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ლიცენზიის სასწრაფო წესით გაუქმება.
  • იყავით ყურადღებიანი სიჩქარის შემზღუდველ ნიშნებზე, როგორც წესი თეთრ პანელზე შავი ციფრებით არის გამოსახული. უმრავლეს მაგისტრალებზე 55 – 75 მლ/სთ-ში იცვლება. ქალაქებსა და დასახლებულპუნქტებში 25 – 45 მლ/სთ-ში.
  • ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით მეყეობს 150$-დან 400$-მდე.

რომ იგრძნოთ ამ ქალაქის ევროპული სტილის ხიბლი აუცილებლად უნდა ეწვიოთ Back Bay და Beacon Hill, სადაც დომინირებს წითელი აგურის სახლები და პატარა მაღაზიები, ფართო პარკები ქალაქის ცენტრში. ბოსტონი არის სამოთხე კულტურის მოყვარულთათვის თავისი მუზეუმებისა და გალერიების სიმრავლით.

 

ბოსტონში არ გამოტოვოთ თამაშები სპორტის ვარსკვლავების მონაწილეობით, გადაადგილდით მსუბუქად და კომფორტულად Naniko-საგან ნაქირავები მანქანით.

ქალაქი უპირველეს ყოვლისა წარმოდგება თავისუფლების ბილიკით, 4 კმ-იანი მარშრუტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ტურისტებისათვის, აქ გასეირნება თქვენ საშუალებას გაძლევთ დაათვალიეროთ ქალაქის ძირითადი ისტორიული და მხატვრული ადგილები. მარშრუტი იწყება მთავრობის სახლით და გრძელდება ძველ Corner Book Store და Old State House-მდე.

ბოსტონის ძველ რაიონებს შორის უნდა აღინიშნოს North End, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პატარა იტალია, ძირითადად დასახლებული იტალიელებით. ამ კვარტლის წარსული დაკავშირებულია ებრაულ ისტორიასთან, შენობებზე დღემდე შემორჩენილია წარწერა, რომ 1919 წელს მოხდა ნაღვლიანი ინციდენტი შაქრის ქარხანაში, სადაც აფეთქდა ცისტერნა, დაიღუპა 21 ადამიანი და ქალაქი დაიფარა 8 მილონი ლიტრი ტკბილი სითხით.

რა თქმა უნდა არავინ არ გაუშვებს ხელიდან შანსს ეწვიოს კემბრიჯის ზონას, რომელმაც სახელწოდება მიიღო ინგლისის სახელოვანი უნივერსიტეტისაგან და აქ აღიზარდა ქვეყნის უმრავლესი გენიოსები. აქ მდებარეობს მსოფლიოს ორი უდიდესი უნივერსიტეტი – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ჰარვარდი, რომლებმაც ამერიკას მისცა უამრავი გამოჩენილი პიროვნება და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები.