contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


Naniko-საგან მანქანების ქირაობა ბრიჯპორტის – სიკორსკის მემორიალ – აეროპორტში.

დაეშვებით თუ არა ბრიჯპორტის იგორ სიკორსკის მემორიალ აეროპორტში, თქვენგან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის ცენტრი, რომელიც თავისთავად ისე ახლოსაა ნიუ-იორკთან, რომ ყოველწლიურად მას მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

თუ გაითვალისწინებთ და წინასწარ დაჯავშნით მანქანას ბრიჯპორტის აეროპორტში, თქვენ ძალიან გაიადვილებთ მოგზაურობას და მგზავრობას ამერიკის გზებზე.

Naniko-ს ავტო გაქირავების წყალობით თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად და თავისუფლად იმოძრაოთ ბრიჯპორტის აეროპორტიდან.

  • სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით ჩვენი კომპანია გთავაზობთ შეუზღუდავ კილომეტრაჟს, ატარეთ რამდენიც გენებოთ.
  • დამატებით, ადგილობრივი მოსაკრებლები და დახმარება გზებზე გათვალისწინებულია ტარიფებში.
  • Naniko მიისწრაფის რომ თავის კლენტებს მოემსახუროს უმაღლესი სერვისით და მოგანიჭოთ დიდი სიამოვნება. ეს ნიშნავს რომ თქვენ არ გექნებათ შეხება უარყოფით ფაქტებთან და დაფარულ ხარჯებთან.
  • კლიენტების მომსახურება ჩვენთან დღე-ღამეში 24 საათია, ყოველდღე. გზებზე უმნიშვნელო პრობლემების შემთხვევაშიც კი ჩვენი ტექნიკური ჯგუფი თქვენს განკარგულებაში გადმოვა. ეს შესაძლებელია მთელი დღე-ღამის განმავლობაში.

ბრიჯპორტის საერთაშორისო აეროპორტში Naniko-ს მანქანის ქირაობის ფასში შედის სრული დაზღვევის პაკეტი.

თავისი არსებობის მანძილზე ბრიჯპორტის აეროპორტმა რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება. თავიდან იყო მხოლოდ მინდორი, სადაც ბალახზე ეშვებოდნენ თვითმფრინავები. აქვე ჩატარდა პირველი ავია შოუ – 1911 წელს. აეროპორტი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც 1933 წელს ავარიული დაშვება მოახდინა კაპიტანმა ჯიმ მოლისონმა. მას სურდა ატლანტიკის გადალახვა.

ქალაქის ხელმძღვანელობამ აეროპორტი 1937 წელს შეისყიდა და მას შემდეგ ის მუნიციპალური დაწესებულებაა.

აეროპორტის მიზანს და მისიას წარმოადგენს ქალაქის და რეგიონის საიმედო და უსაფრთხო მომსახურების მაქსიმალიზაციას.

საინტერესო ფაქტია რომ 1962 წელს აქ სიტყვით გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი ჯონ ფ.კენედი და 1992 წელს კი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.

2006 წელს კომპანია US Helicopter დაიწყო რეგულარული რეისები ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში Heliport დაჯდომით და რეისი მთავრდებოდა ჯონ ფ.კენედის აეროპორტში. მაგრამ 2009 წელს Heliport მოულოდნელად დახურეს.

დღეს აეროპორტი მოიცავს 324 ჰექტარ ტერიტორიას, ზღვის დონიდან სამი მეტრის სიმაღლეზე, აქვს ორი მოასფალტებული ასაფრენი ბილიკი და ერთი ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

2010 წლის მონაცემებით აეროპორტიდან განხორციელდა 67 951 გაფრენა, რაც შეადგენს დღეში 186 გაფრენას.