contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების დაქირავება კომპანია Naniko-საგან, საუკეთესო ფასად ჰაიფას აეროპორტში

თავისუფლება და მოქნილობა, მოგზაურობის დროს, ეს ის ფასდაუდებელი კომფორტია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ავტომანქანით მოგზაურობა გიქმნით. ამ შემთხვევაში თქვენ არ ხართ დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკზე, მარშრუტსა და დაგვიანებაზე და თავისუფლად შეგიძლიად გააკეთოთ არჩევანი, თუ სად დარჩებით და როდის გააგრძელებთ მოგზაურობას. ეს კი წარმატებული მოგზაურობის საუკეთესო წინაპირობაა!

ასე რომ, აირჩიეთ კომპანია Naniko-ს ავტოგაქირავების ეკონომიური და ეფექტური სერვისი ჰაიფას აეროპორტში!

გთავაზობთ მცირე სასარგებლო ინფორმაცია ამ საკითხზე:

  • რა ხდება ჯავშნის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში?

თუ თქვენი გეგმები რაიმე მიზეზის გამო შეიცვალა და ჯავშნის გაუქმება, ან ისეთი დეტალების შეცვლა გსურთ, როგორიცაა მოგზაურობის თარიღი, მანქანის მოდელი და სხვა, უნდა შეგვატყობინოთ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე 48 საათით ადრე. ამ შემთხვევაში თქვენი ფინანსური დანაკარგების რისკი ნულის ტოლია.

  • შესაძლებელია თუ არა დავაბრუნო მანქანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე?

შესაძლებელია, თუმცა გამოუყენებელი დღეების საფასური უკან აღარ დაგიბრუნდებათ.

  • თუ მანქანას ვაბრუნებთ არასამუშაო საათებში, დილით ადრე, ან გვიან ღამით, ვიხდით თუ არა დამატებით გადასახადს?

ზოგიერთი გაქირავების კომპანია ამ შემთხვევაში აკისრებს დამატებით გადასახადს, მაგრამ კომპანია Naniko-ს პრინციპია, იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის 24 საათის განმავლობაში. ყველა დამატებითი სერვისის საფასური აუცილებლად იქნება მითითებული თქვენს ხელშეკრულებაში.

  • შეიძლება თუ არა დავიქირაოთ მანქანა სხვა ადამიანისათვის?

შესაძლებელია, თუმცა ასეთ შემთხვევაში გთხოვთ რეზერვაციისას მიუთითოთ მძღოლის ვინაობა და მისი პირადი მონაცემები.

  • რა დოკუმენტები არის საჭირო მანქანის მიღების მომენტში?

თან უნდა გქონდეთ თქვენი ჯავშნის დასტური, მართვის მოწმობა, პასპორტი.

გაეცანით ჰაიფას და მის შემოგარენს Naniko-საგან ჰაიფას აეროპორტში დაქირავებული მანქანით!

ჰაიფას უ. მიხაელის სახელობის აეროპორტი

ეს ისრაელის ერთერთი მნიშვნელოვანი აეროპორტი, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქის პორტის ტერიტორიის მახლობლად. აეროპორტი ძირითადად სამოქალაქო ფრენებს ემსახურება, თუმცა ხანდახან მათ სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებენ. მგზავრთა ძირითადი ნაკადი აქ ქვეყნის შიგნით გადაადგილდება – ეილატის და თელავივის მიმართულებით. ასევე ხორციელდება საერთაშორისო ფრენები, ხშირ შემთხვევაში მოკლე მიმართულებებზე, როგორიცაა თურქეთი, კვიპროსი და იორდანია. აეროპორტი ისრაელის საჰაერო ძალების დამფუძნებლის – ური მიხაელის სახელობისაა. აეროპორტს აქვს ერთი ასაფრენი ზოლი და მისი სიგრძე 1318 მეტრია.