contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავდება კომპანიისაგან Naniko – low cost – მილანის ლინატის აეროპორტში

აპირებთ მოგზაურობას ლომბარდიაში? გინდათ დაისვენოთ და დატკბეთ კომფორტული მოგზაურობით? იდეალური გზა ამ მიზნის მისაღწევად არის მიმართოთ მანქანების დაქირავების სერვისს.

მანქანის დაქირავება Naniko-საგან გზას გიხსნით ყველა მიმართულებით.

თქვენ შეგიძლიათ მილანის ლინატის აეროპორტიდან გადაადგილება ლომბარდიის ნებისმიერ ქალაქში ან სხვა რეგიონებში.

რა დეტალები უნდა იცოდეთ:

არსებობს თუ არა დამატებითი სერვისი ან აქსესუარები?
თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ და მოითხოვოთ დამატებითი თქვენთვის საჭირო აქსესუარები, რომლებსაც სტანდარტული ჯავშნის გაკეთების შემთხვევაში ვერ მიიღებდით. ასეთია მაგალითად ბავშვის სავარძელი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის, ველოსიპედის ან თხილამურების დასამაგრებელი ან ჯიპიესი. ეს არჩევანი ყოველთვის ხელმისაწვდომია მოთხოვნის და ადგილზე გადახდის შემთხვევაში.

რა ტიპის დაზღვევითაა უზრუნველყოფილი დაქირავებული მანქანა?
ამ შემთხვევაში მოქმედებს კესკოს ავტოდაზღვევა, დაზღვევა მოიცავს CDW-ს ანუ მანქანის დაზიანების ხარჯებს ან LDW-ს ანუ პასუხისმგებლობის შეზღუდვას ქურდობის ან ყაჩაღობის შემთხვევაში.

არის თუ არა სავალდებულო მანქანის მიღება და დაბრუნება რაიმე კონკრეტულ განსაზღვრულ ადგილას?
დაჯავშნის დროს თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მანქანის მიღების ადგილი. ასევე დაბრუნებისას თქვენ წინასწარ განსაზღვრავთ ადგილს, სადაც ჩვენი წარმომადგენელი დაგხვდებათ და მანქანას ჩაიბარებს.

აუცილებელია თუ არა საერთაშორისო მართვის მოწმობა?
თუ თქვენს მართვის მოწმობაში მონაცემები არ არის შეტანილი ლათინური შრიფტით და თქვენ ევროპის მასშტაბით მოგზაურობთ, ამ შემთხვევაში რეკომენდებულია იქონიოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა. გთხოვთ ასევე გადაამოწმოთ თქვენი მართვის მოწმობის მოქმედების ვადა, რათა ის იყოს მოქმედი თქვენი მანქანით მოგზაურობის მანძილზე.

ავტოგაქირავების კომპანია Naniko მილანის ლინატის აეროპორტიდანვე უზრუნველყოფს თქვენს მოგზაურობას ამ რეგიონის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით!

მილანის ლინატის აეროპორტი, რომელიც ენრიკო ფორლანინის სახელობისაა, ემსახურება მოკლე და საშუალო მარშრუტის შიდა და საერთაშორისო ფრენებს. იგი მილანის ცენტრიდან 7 კილომეტრითაა დაცილებული და მომსახურების და კომფორტის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აეროპორტში იოლად მოხვდებით როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით. აეროპორტი უზრუნველყოფს როგორც გადაადგილების, ასევე თქვენი ინფორმირებულობის ხარისხს: აქ თქვენ მოგეწოდებათ რუკები, ახალი ამბები, აეროპორტის წესები, და ზოგადად ყველაფერი, რაც თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მოგაწოდებთ.

შოპინგი და რესტორნები
ისიამოვნეთ შოპინგით მილანის ლინატის აეროპორტში. ფრენამდე დროის გაყვანა შეგიძლიათ მაღაზიებში, ბარებში, რესტორნებში და ასევე თავისუფალი ვაჭრობის ზონაში, რომელშიც შოპინგითა და თუნდაც გარემოს დათვალიერებით შეიძლება დაიკარგოთ კიდეც!