contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება პალერმოს აეროპორტში – საუკეთესო წინადადება კომპანია Naniko-საგან!

პალერმოს სანაპიროს რეგიონში საუკეთესო ტურისტული კურორტები აქვს, რომლებიც განლაგებულია პუნტა რაისიდან 30  კილომეტრში, ასეთია მაგალითად ჩეფალუ, მონდელინო და კალა გალუ.

აქ თქვენი გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს ავტომანქანის დაქირავების სერვისი Naniko-საგან

 ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ სტარტი აიღოთ პალერმოს აეროპორტში და დაათვალიეროთ მთელი ეს რეგიონი კუნძულის აღმოსავლეთ სანაპირომდე.

  • შესაძლებელია თუ არა ნაქირავები ავტომობილით გადასვლა სხვა ქვეყანაში?

თუ სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებთ, ეს დაჯავშნის მომენტშივე უნდა მიუთითოთ. ამისათვის საჭიროა კონკრეტული ავტორიზაცია მძღოლის სახელზე, რომელიც გაძლევთ საზღვრის გადაკვეთის საშუალებას. ეს დოკუმენტი წინასწარ უნდა მომზადდეს ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის მიერ.

  • შესაძლებელია თუ არა მანქანის დაბრუნება არასამუშაო საათებში?

მანქანა შეიძლება დაბრუნდეს ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე. უმჯობესია ამის შესახებ წინასწარ შეგვატყობინოთ.

აღმოაჩინე მსოფლიო – Naniko-ს მანქანების გაქირავების სერვისი პალერმოში თქვენს გვერდითაა!

პალერმოს აეროპორტი

მგზავრთა რაოდენობის მიხედვით პალერმოს საერთაშორისო აეროპორტი კუნძულზე სიდიდით მეორე მთავარი აეროპორტია და 1995 იგი ფალკონესა და ბორსელინოს სახელობისაა. ადრე ის პუნტა რაისის სახელით იყო ცნობილი და ეს სახელი დღემდე ჰქვია მეტროს იმ ხაზს, რომელიც აეროპორტს ქალაქ პალერმოსთან აკავშირებს.

აეროპორტმა ოფიციალურად ფუნქციონირება 1960 წლიდან დაიწყო, ანუ აგებიდან 7 წლის შემდეგ და ჩაანაცვლა ძველი ბოკადიფალკოს აეროპრტი, რომელიც წარმოადგენდა შიდა და საერთაშორისო ფრენების მგზავრთა საჭიროებებზე საუკეთესოდ მორგებულ  სიდიდით მესამე შიდა აეროპორტს.

პალერმოს აეროპორტი მგზავრთა მოთხოვნებისა და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სერვისების დიდ არჩევანს გთავაზობთ.

  • დაკარგული და ნაპოვნი ბარგი

დაკარგული ბარგი ინახება უსაფრთხების განყოფილების საცავში, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეთ ტელეფონით.

  • ბანკი და საფოსტო განყოფილება

ტერმინალის მეორე სართულზე განთავსებულია Banca Nuova-ს საბანკო ფილიალი, ასევე არის სამი ბანკომატი და სავალუტო პუნქტი. საფოსტო ოფისი განთავსებულია მიმღების B ზონის პირველ სართულზე და ყველა ტრადიციულ საფოსტო სერვისს გთავაზობთ.

  • საინფორმაციო ბიურო

სერვისი ხელმისაწვდომია პირველ სართულზე. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია აეროპორტის სერვისების ადგილმდებარეობის, ფრენების, ბიზნესსერვისების და სხვა ბევრი საჭირო თემის შესახებ.

პალერმოს აეროპორტში არის დამხმარე მოწყობილობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის.