contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება პარიზის ორლის აეროპორტში Naniko-საგან

მანქანის დაქირავებისას  ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია დაბალი ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარიზში – ამ  ყველაზე მომხიბლავ და რომანტიულ ქალაქში მოგზაურობთ, ყველაფერი მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს.

მანქანის დაქირავება Naniko-საგან პარიზის ორლის აეროპორტში დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ!

თქვენ გელით საუკეთესო ფასები გასაქირავებელ ავტომობილებზე Naniko-საგან და მთელი რიგი უპირატესობები:

  • ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაქირავებამდე 48 საათით ადრე
  • არავითარი გვერდითი ხარჯები
  • მომხმარებელთათვის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი ონლაინ საინფორმაციო სერვისი
  • თქვენ ირჩევთ გადახდის იმ ფორმას, რომელიც უფრო მოსახერხებელია თქვენთვის: ეს შეიძლება იყოს გადახდა დაჯავშნისას ან მანქანის მიღებისას.

შეარჩიეთ თქვენთვის პრიორიტეტული მანქანა, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, მიუთითეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო დამატებითი აქსესუარები და სულ რამდენიმე წამში თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით საუკეთესო სერვისით.

პარიზის ორლის აეროპორტი ერთერთი ძირითადი აეროპორტია, რომელიც როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებზე ოპერირებს. ის ქალაქის ცენტრიდან 14 კილომეტრში მდებარეობს და ორი ტერმინალი აქვს. აეროპორტს პარიზის რეგიონალურ მეტროსთან ორი მატარებელი აკავშირებს. ასევე არსებობს ქალაქთან დამაკავშირებელი უფასო ტრანსფერის სერვისი და რა თქმა უნდა ავტომანქანით კომფორტულად ქალაქში მოხვედრის საშუალება. აეროპორტში არის ასევე ორი სასტუმრო, რომლებშიც უფასო სატრანსფერო ავტობუსით მოხვდებით. ორივე ტერმინალში მგზავრებს თავიანთ მომსახურეობას სთავაზობენ ბარები და რესტორნები. აქვეა ტანსაცმელის, აქსესუარების, სუნამოების, კოსმეტიკის, საკვების, იუველირის, საჩუქრების, სათამაშოების და თამბაქოს მაღაზიები, ასევე ბიბლიოთეკა. აეროპორტში არის VIP-დარბაზი, ოფისები და ბიზნეს ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აქსესუარებით, როგორიცაა ტელეფონები, ფაქსები, ქსეროქსები და ინტერნეტი.

ორივე ტერმინალში არის ყველა საჭირო ფინანსური და ადმინისტრაციული ოფისი,  ერთერთ ტერმინალში ასევე განთავსებულია სასწრაფო დახმარების პუნქტი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისათვის შექმნილია გარანტირებული დახმარების და მომსახურების პირობები, ამისათვის კი აეროპორტი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და კვალიფიციური პერსონალით.

რა უნდა იცოდეთ თუ აპირებთ მანქანის დაქირავებას პარიზის ორლის აეროპორტში:

საფრანგეთში მოქმედებს ლურჯი საგზაო ნიშნები. მაქსიმალური სიჩქარე დასახლებულ პუნქტში არის 50 კმ/სთ, საგარეუბნო გზებზე – 90 კმ/სთ, ტრასაზე – 110 კმ/სთ, ავტობანზე კი 130 კმ/სთ. მანქანის მართვისთვის დასაშვები ალკოჰოლის შემცველობა არის 0,5 გრ.