contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


(English) Car rental at the airport in Vienna. Rent a car with best deals by Naniko

ვენა, რომელიც მუსიკის ქალაქადაა ცნობილი, ერთ-ერთ მთავარ კულტურული ცენტრია და წამყვან პოზიციებს იკავებს ევროპის დედაქალაქებს შორის. მდინარე დუნაიზე გადაჭიმულ თვალწარმტაც ხიდებზე დაკვირვებისას ცხადი ხდება, რომ ვენა საუკუნეების მანძილზე იყო სტრატეგიული მაკავშირებელი ხიდი ანტიკურისა და მოდერნისტული კულტურების, კლასიკურ ელეგანტურობასა და მოდერნულ დიზაინს შორის.

ქალაქში ჩასულ ადამიანთა უმრავლესობა თავიანთ მოგზაურობას ვენის მთავარი სიმბოლოს, შონბრურნის სასახლის მონახულებით იწყებენ. ბაროკოს მიმდინარეობის ეს არქიტექტურული შედევრი იმპერატორ ფრანც ჯოზეფის მეუღლის, სისის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ამას გარდა, ვენაში მრავალი მნიშვნელოვან ძეგლია, როგორიცაა წმინდა სტეფანეს გოთიკური ტაძარი, გამორჩეული წახნაგოვანი სტილით და ასევე – ბელვედერის სახელგანთქმული სასახლე.

ზემოთ ჩამოთვლილი კულტურული ძეგლებისა და კიდევ მრავალი ღირსშესანიშნაობის ნახვაა შესაძლებელი ვენის რვა ცენტრალურ რაიონსა და მის შემოგარენში, მთელი ქალაქის მასშტაბით. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვენის აეროპორტში მანქანის დაქირავების სერვისით და იოლად გადაადგილდეთ ყველა ქალაქის მიმართულებით. ამისთვის, მიმართეთ ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდს – Naniko.com – რომელიც, გთავაზობთ მრავალპროფილიან სერვისსა და დაბალ ფასებს. განსაზღვრეთ თქვენი მოგზაურობის არეალი და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი.

იმისათვის, რომ თქვენი მოგზაურობა გადაიქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, წინასწარ დაჯავშნეთ მანქანის დაქირავების სერვისი ვენის აეროპორტში, საუკეთესო ფასებით კომპანია Naniko-სგან!

ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მომსახურებათა სპექტრი მრავალფეროვანია, ამიტომ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და საუკეთესო ვარიანტი. აგრეთვე, მანქანის დაქირავების სერვისის ფასი მოიცავს გადასახადებსა და დაზღვევას.

ავტომობილის დაქირავებისას ასევე მოითხოვება საგარანტიო თანხა, რომელიც გათვლილია ქირაობის განმავლობაში მანქანისთვის რაიმე მექანიკური ზიანის მიყენების ან საწვავის ხარჯის დაფარვას. დაქირავებული ავტომობილის დაბრუნებისას, თუ შემოწმების შედეგად ის საწყის მდგომარეობას აკმაყოფილებს, საგარანტიო თანხა სრულად გიბრუნდებათ.

გარდა ამისა, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენ კომფორტს ქირაობის განმავლობაში და შესაძლო შეფერხებისა და გაუთვალისწინებელი მდგომარეობის შემთხვევაში უფასოდ აღმოგიჩენთ დახმარებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ჩვენი კომპანიის მომსახურეობით სარგებლობისა არის შეუზღუდავი გარბენი, რაც გაძლევთ შესაძლებლობას დაფაროთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მანძილი.

კომპანია Naniko გთავაზობთ დამატებით მომსახურეობებს, რაც გულისხმობს პროფესიონალ მძღოლს, ავტომობილის ნებისმიერ მითითებულ ადგილზე მიყვანას, დამხმარე აქსესუარებსა და აღჭურვილობას, რომელიც შეგიძლიათ ცალკე შეუკვეთოთ და ადგილზე გადაიხადოთ ოფისში მოსვლისას.

თქვენ იგრძნობთ სრულ თავისუფლებას მთელი მოგზაურობის განმავლობაში, Naniko.com-ის მეშვეობით ვენის აეროპორტში დაქირავებული ავტომობილით!

ნებისმიერი მოგზაურისთვის ვენის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებაა, ვინაიდან მთლიანი სტრუქტურა მოწყობილია იმგვარად, რომ თითოეულმა მგზავრმა იგრძნოს კომფორტი და შეძლოს ყველა სასურველი მომსახურეობის მიღება.
აეროპორტს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს ავტობუსების ხაზები. აქ განთავსებული მრავალი ავიაკომპანია, რომელიც იაფ ფრენებს სთავაზობს მომხმარებელს.
ტერმინალები მუშაობს გამართული სისტემით, გამგზავრების წინამორბედი პროცედურები სწრაფად და ხელსაყრელ პირობებში მიმდინარეობს.
ვენის აეროპორტში განთავსებულია ყველა საჭირო ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა კომფორტს – კაფეები, მაღაზიები, ბანკომატი, ლაუნჯი, უფასო Wi-Fi, ყოველივე ეს მოლოდინის დროს ახალისებს და აიოლებს.