contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ავსტრიაში

იმოგზაურეთ ავსტრიაში ნანიკოს ჯგუფთან ერთად . ეს არის თქვენი მოგზაურობის იდეა- ფიქსი. კარგად დაგეგმილი მოგზაურობა, ჩვენი კომპანიის კომფორტული ავტომანქანები დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას.
ამისათვის საჭიროა უბრალოდ დაჯავშნოთ ავტომობილი ჩვენს საიტზე. კომპანიას აქვს ავტომობილების ფართო არჩევანი, დაწყებული პატარა ავტომანქანებით დამთავრებული მინი ვენებით. ჩვენი წარმომადგენლები თქვენ დაგხვდებიან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას, მთავარია შეკვეთის დროს მიუთითოთ სასურველი მისამართი.

Naniko Car Rental in Austria

თქვენი მოგზაურობა შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ქალაქში და დაასრულოთ სხვა ქალაქში. ყველაფერი დამოკიდებულია დამკვეთის ფანტაზიაზე, ჩვენ მხოლოდ გეხმარებით მის განხორციელებაში.
ავსტრია მსოფლიოში ცნობილია სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი მთებით. ეს ქვეყანა გარშემორტყმულია ულამაზესი ტყეებით და დაუვიწყარი ხელოვნების ნიმუშებით.

ავსტრია არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველია, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში. შეუძლებელია არ ავღნიშნო ქალაქი ვენა, რომელიც არის არამხოლოდ ავსტრიის დედაქალაქი, არამედ კლასიკური მუსიკის აკვანი. მსოფლიოში ზომით მესამე საოპერო თეატრი მდებარეობს სწორედ ვენაში. ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან მოცარტი, ბეთჰოვენი, შტრაუსი – არიან ვენიდან.
ულამაზესი ტბები, რომლებიც მდებარეობს მთებში, ალპის მთები, კლასიკური მუსიკა, ბაროკოს სტილის ციხე-სიმაგრეები – ყველაფერი ეს შეგიძლიათ ნახოთ ავსტრიაში.
არ გაუშვათ ამ საოცარ ქვეყანაში გამგზავრების შანსი ხელიდან !


FIND ALL NANIKO LOCATIONS »