contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში

ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აეროპორტია  ქვეყნის ხუთ აეროპორტს შორის. ყოველწლიურად ის ემსახურება დიდი რაოდენობის მგზავრებს.
აეროპორტი ბაქოდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მანქანის დაქირავება ბაქოს აეროპორტში

აეროპორტი ქალაქს ორი დიდი მაგისტრალით უკავშირდება.
ის შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო რეისებს 24 საათის განმავლობაში. ის მთელს რეგიონში ნომერ პირველი სატრანზიტო აეროპორტია, ამიტომ მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია.
"ნანიკო" ძალიან მალე შესთავაზებს მომხმარებელს თავის სერვისს, რადგან გეგმავს საერთაშორისო აეროპორტში ოფისის გახსნას. მანქანის დაქირავებას შეძლებს, როგორც მოგზაურობისათვის ჩამოსული სტუმრები, ასევე ბიზნესმენები.
მანქანის დაქირავება ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელი იქნება ჩვენი კომპანიის მეშვეობით.
ხელმისაწვდომი ფასები, სხვადასხვა კლასის და წარმოების მანქანები, ულიმიტო გარბენი  ყველა ამ მომსახურებას და არა მხოლოდ შემოგთავაზებთ ჩვენი კომპანია.
მანქანის დაჯავშნა შესაძლებელი იქნება ინტერნეტისა და ტელეფონის მეშვეობით რამდენიმე წუთში და  ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ  პასპორტის და მართვის მოწმობის ასლი.
აეროპორტში თქვენ დაგხვდებათ კვალიფიციური კადრები.
ისინი დაგახვედრებენ თქვენთვის სასურველ ავტომანქანას და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე თქვენ შეძლებთ ქვეყანაში ვიზიტის დაწყებას.