contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ბრიუსელში

ბრიუსელი ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქია.
აქ მდებარეობს ევროკავშირის მთავარი შტაბი, გარდა ამისა ის გამორჩეული ქალაქია თავისი სილამაზით, არქიტექტურით, სამეფო სასახლეებით, სათბურებით, უნიკალური პარკებითა და მუზეუმებით.
ბრიუსელის ყველაზე ლამაზი შენობა-ნაგებობები განთავსებულია მის მთავარ მოედანზე. ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილებია: გრანდიოზული მონუმენტი „ატომიუმი“, ეს არის ატომური საუკუნის სიმბოლო.
დედაქალაქში შესაძლებელია მანქანის დაქირავება და ამ უმშვენიერესი ადგილების დათვალიერება.
ტურისტებისათვის საყვარელი ადგილი კაფეტერიები წარმოადგენენ, სადაც ამზადებენ უგემრიელეს შოკოლადს, ბელგიური შოკოლადი განთქმულია მთელს მსოფლიოში.

მანქანის დაქირავება ბრიუსელში

ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ბრიუსელში, ვიწრო ქუჩების გამო გზების უმეტესობა მიწისქვეშ მდებარეობს.
ქალაქს გააჩნია ორი მთავარი აეროპორტი: შარლერუა და ზავენტემი, ისინი ყოველ წლიურად უამრავ ადამიანს ემსახურებიან.
„ნანიკო“ მალე გახსნის თავის ოფისს, შესთავაზებს სერვისს მომხმარებელს, ნებისმიერი კლასისა და წარმოების ავტომანქანას.
თუ თქვენ დაჯავშნით მანქანას ჩვენი კომპანიისაგან, თქვენ შეძლებთ მგზავრობას არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ მთელს ბელგიაში.

ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ:

კვალიფიციური მძღოლი

დამატებითი აქსესუარები

ულიმიტო კილომეტრაჟი

ფასდაკლებები, აქციები, საჩუქრები

დაქირავების ფასში შევა დღგ და მანქანის დაზღვევა

დატკბით ქალაქის სილამაზით, იმგზავრეთ კომფორტულად და დაიქირავეთ ავტომანქანა „ნანიკოსაგან“.