contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის ქირაობა ბერნის აეროპორტში. სასარგებლო ინფორმაცია ნანიკოსგან ავტომობილის ქირაობის შესახებ.

ბერნს, შვეიცარიის დედაქალაქს ჰყავს 140 000 მაცხოვრებელი, რომელთა 30% უცხოური წარმომავლობისაა. ეს ქალაქი, თავისი კოსმოპოლიტური ატმოსფეროთი მუდამ ღიაა ტურისტებისა, საქმიანი ადამიანებისა და ზოგადად იმიგრანტებისთვის. მთავარი ენა გერმანულია, თუმცა ასევე გამოიყენება ფრანგული და იტალიური. ბერნი ერთი ნახვით ახდენს შთაბეჭდილებას თავისი სისუფთავითა და წესრიგით, მისი დიდებული არქიტექტურა წარმოადგენს მდიდარ მემკვიდრეობას, რაც ასევე დამახასიათებელია სხვა შვეიცარიული ქალაქებისთვის.

ბერნი წარმოადგენს კულტურულ ცენტრსა და შვეიცარიის გულს, ხოლო მისი ღირსშესანიშნაობების სრულყოფილად შესწავლასა და წვდომაში დახმარებას გაგიწევთ ავტომობილის ქირაობა ბერნის აეროპორტში.

როგორც გადაადგილების ყველაზე ხელსაყრელი საშუალება ის მოგცემთ შესაძლებლობას მიაღწიოთ ცენტრს რამდენიმე წუთში და თავად განკარგოთ საკუთარი მარშრუტი.

ნუ აუკრძალავ საკუთარ თავს საუკეთესო მოგზაურობით გამოწვეულ სიამოვნებას – იქირავე ავტომობილი ნანიკოსგან ბერნის აეროპორტში

ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები არის საუკეთესო მდგომარეობაში, სუფთა და ყველა უსაფრთხოების ნორმის დაცვით, ასევე საწვავის სავსე რეზერვუარით. იგივე სტანდარტები უნდა იყოს დაცული დაბრუნებისას.

აქსესუარები, როგორიცაა თოვლის ჯაჭვები, დასაჯდომები ბავშვებისთვის, CD-ROM -ი, სანავიგაციო სიატემა და ბევრი სხვა წარმოადგენს დამატებით მომსახურებებს და მათი შეკვეთა უნდა მოხდეს მოთხოვნის წარმოდგენისას.

გახსოვდეთ, რომ საწვავთან დაკავშირებული რეგულაციები ითვალისწინებს სხვადასხვა შემთხვევებს, მაგალითად, თუ ავტომობილი დაბრუნებულია სავსე რეზერვუარის გარეშე, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გადაიხადოთ მისი შევსების საფასური.

თქვენი გეგმების შესაბამისად შესაძლებელია ქირაობის პერიოდის გახანგრძლივება, თუმცა აუცილებელია ამის შესახებ ქირაობის ვადის გასვლამდე რამდნეიმე დღით ადრე აცნობოთ ნანიკოს წარმომადგენელს.

ნაქირავები სატრანსპორტო საშუალების კლასის შესაბამისად ყოველთვის არსბობს ასაკობრივი შეზღუდვები. თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის, ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდიან ჩვენი ოპერატორები.

გარდა მომსახურების საფასურისა, აუცილებელია დეპოზიტის განსაზღვრული ოდენობის გადახდა, რომელიც მოქმედებს, როგორც გარანტია ავტომობილის დაზიანების შემთხვევაში. საბოლოოდ, ავტომობილის სათანადო მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ დეპოზიტი დაგიბრუნდებათ სრულად.

მიიღე მეტი ხელსაყრელი პირობა კომპანია ნანიკოსგან ბერნის აეროპორტში ავტომობილის ქირაობისას.

ბერნის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ქალაქ ბელპში, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდება. მას აქვს ახალი ასაფრენი ზოლი და თანამედროვე ტერმინალი, მოსაზღვრედ ძველი ტერმინალისა, რომლიც გამოიყენება შენგენის ზონაში ფრენებისთვის. არსებობს აეროპორტის ტერიტორიის გაფართოების, გაუმჯობესებისა და კერძო ავიაციისთვის ექსკლუზიური სივრცის აშენების მცდელობა.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »