contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ბერნში. მიმზიდველი ფასები და საუკეთესო პირობები ავტომობილის დაქირავებისთვის, კომპანიისგან ნანიკო

ქალაქი ბერნი წარმოადგენს შვეიცარიის კონფედერაციის მეგაპოლისს, სადაც მდებარეობს პარლამენტი და შვეიცარიის მთავრობა. თავდაპირველად ქალაქი დაარსდა მთაგორიან კუნძულზე, თუმცა დროთა განმავლობაში ქალაქი იმდენად გაიზარდა რომ საჭიროება შეიქმნა მდინარე აარზე (river Aare) აგებულიყო უამრავი ხიდი ბერნის სხვადასხვა ნაწილის დასაკავშირებლად. პირველი დასახლება ამ ტერიტორიაზე ფიქსირდება მე-12 საუკუნეში, შესაბამისად ქალაქის ისტორიულ ცენტრში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას. ბერნისათვის დამახასიათებელ მოკირწყლულ და ქვით მოპირკეთებულ ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად აღმოაჩენთ უამრავ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ ეწვიოთ სუვენირების, ანტიკვარიატის და ძვირფასეულობის უამრავ მაღაზიას, სავაჭრო ცენტრებს. ასევე კაფე ბარებს და რესტორნებს რაც საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ შვეიცარიულ სამზარეულოს და დააგემოვნოთ ადგილობრივი კერძები. ასევე, კვირაში ერთხელ, გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ადგილობრივი წარმოების ნატურალური ხილი და ბოსტნეული სპეციალურად განკუთვნილ ადგილზე.

აღმოაჩინეთ მშვენიერი ქალაქი მთელი თავისი ბრწყინვალებით, ამის საუკეთესო შესაძლებლობაა ავტომობილის დაქირავება ბერნში. ჩვენი კომპანიის მომსახურება გაძლევთ შესაძლებლობას იმოგზაუროთ დამოუკიდებლად ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი მიმართულებით. ავტომობილის დაქირავება საუკეთესო შესაძლებლობაა იმისათვის რომ, დაზოგოთ დრო და ენერგია, თავიდან აიცილოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი და სხვა მსგავსი გარემოებები რაც აფერხებს თქვენს კომფორტულ მოგზაურობას.

საუკეთესო შეთავაზებები და ფასები ავტომობილის დაქირავებისთვის ბერნში, რომელსაც გთავაზობთ კომპანია ნანიკო, უზრუნველყოფს თქვენს დაუვიწყარ მოგზაურობას!

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მომსახურების ფართო არჩევანს და თქვენთვის სასურველ პირობებს. თქვენი საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ დაიქირავოთ ავტომობილი ნებისმიერი ხანგრძლივობით, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიანი ლიზინგით. კორპორატიული კლიენტებისთვის კი მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები.

ჩვენი კომპანიის მოსახერხებელი ონლაინ რეზერვაციის საშუალებით, მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. ამისათვის საკმარისია მიუთითოთ სასურველი თარიღი და მანქანის მახასიათებლები, ამის შემდგომ სისტემა შემოგათავაზებთ შესაბამის ავტომობილებს და მარტივად შეძლებთ აირჩიოთ ზუსტად ის მოდელი, რომელიც გჭირდებათ.

უამრავი ფილიალების საშუალებით, ჩვენი კომპანია გთავაზობთ იმოგზაუროთ დაქირავებული ავტომობილით შვეიცარიის ფარგლებს გარეთაც. ამისათვის, კი საკმარისია შესაბამისი ხელშეკრულება და საზღვრის გადაკვეთის ნებართვა, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი კომპანია.

ჩვენი კომპანიის მრავალფეროვანი ავტო პარკი, ყოველთვის გთავაზობთ თანამედროვე და ტექნიკურად გამართულ ავტომობილებს ყველა საჭირო აღჭურვილობით. ასევე, მეტი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი აქსესუარებითაც.

საუკეთესო მომსახურება და კონკურენტული ფასები მანქანის დაქირავებისთვის ბერნში კომპანიისგან ნანიკო, საუკეთესო საწყისი დაუვიწყარი მოგზაურობისთვის!

უამრავ ღირსშესანიშნაობას შორის ბერნის უძველეს ნაწილში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მონუმენტები როგორიცაა ციხე-კოშკი, რომელიც თარიღდება მე-17 საუკუნით და 1897 წლამდე ქონდა ციხის დატვირთვა. ცნობილ კროიზგასზე (Kreuzgasse) სეირნობისას თქვენს ყურადღებას მიიქცევს გვიანი გოთიკური ეპოქის შთამბეჭდავი ნაგებობები, ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქის უძველესი აფთიაქი.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »