contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


Naniko-ს საუკეთესო წინადადებები მანქანების გაქირავება კარსონ-სიტში.

მიუხედავად იმისა რომ ლას-ვეგასია პირველი, ნევადის შტატის ხსენებისას პირველი რაც მოგვდის გონებაში ეს არის დედაქალაქი კარსონ-სიტი. ამ შტატში მოგზაურობისას, ეს ქალაქი თავისი მდიდარი ისტორიით და მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობებით ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას, ეწვიეთ ქალაქ კარსონ-სიტს.

თუ აქ იმყოფებით ბიზნეს შეხვედრებზე ან სულაც დასვენება-გართობის მიზნით,   მოგზაურობის წარმატებით წარმართვაში, ტრანსპორტის ქირაობას რომ აქ უპირველესი ადგილი უკავია თქვენ ამაში ადვილად დარწმუნდებით.

Naniko.com-ზე ავტომობილის გაქირავებაში თქვენ შეგიძლიათ მანქანები მოძებნოთ მოდელებისა და ზომების მიხედვით, რომლებიც იდეალურად შეესაბამება თქვენს გეგმებს კარსონ-სიტში.

  • გარანტირებული იაფი ფასები.
  • არავითარი ჯარიმა ჯავშნის ცვლილება-გაუქმებისათვის.
  • არავითარი დაფარული ხარჯები.
  • 24 საათიანი დახმარების სერვისი.
  • თქვენვე შეგიძლიათ შეარჩიოთ გადახდის მეთოდი, ონლაინ გადახდა ბრონირების დროს ან ყოველგვარი შუამავლის გარეშე ავტომობილის მიღებისას.
  • ასევე თქვენ ირჩევთ ავტომობილის მიღება-ჩაბარების ადგილს.

Naniko-საგან მანქანის ქირაობით როგორც ოჯახთან ასევე მეგობრებთან ერთად გაგიადვილდებათ მოგზაურობა, ასევე ძალიან კომფორტულია კარსონ-სიტში საქმიანი შეხვედრების დროსაც.

კარსონ-სიტი განლაგებულია ნევადის შტატის დასავლეთ ნახევრის ცენტრალურ ნაწილში, 55 000 მცხოვრებით. ამერიკის ეს ქალაქი შესანიშნავი ადგილია მათთვის ვისაც სურს თავისი დასვენების დღეები გაატაროს დიდი ქალაქების მოშორებით. მიუხედავად იმისა რომ ის მდებარეობს ზღვის დონიდან 1460 მ-ზე გამოირჩევა რბილი კლიმატით, ჩაფლულია სიმწვანეში და გარშემორტყმულია ღია პერიმეტრით.

XIX საუკუნეში კარსონ-სიტი ვერცხლის მოპოვებით გახდა ცნობილი. აქ ასევე არის მუზეუმი სადაც შეგიძლიათ ნახოთ ნევადაში პირველი ზარაფხანა.

აქ არც ისე ბევრია ტურისტული ღირშესანიშნაობანი, მაგრამ შეგიძლიათ იპოვოთ დროის სასიამოვნოდ გატარების უამრავი მეთოდები: შეიაროთ სხვადასხვა მუზეუმებში, მოაწყოთ ექსკურსიები თვალწარმტაც მთებზე, მიუძღვნათ დღე მწვანე გორაკებზე ცხენით სეირნობას და სხვა. ხელმისაწვდომია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები – გოლფი ან სამთო სათხილამურო სპორტი – ცნობილ Heavenly Mountain Resort, Diamond Peak-ებში.

კარსონ-სიტში აუცილებლად უნდა ეწვიოთ კაპიტოლუმის ბრწყინვალე შენობას, რომელიც მთლიანად ქვიშაქვით არის აშენებული და გვევლინება როგორც უმაღლესი სასამართლოს შტაბ-ბინა, პარალელურად აქვეა განლაგებული შტატის მთლიანი არქივი და ბიბლიოთეკა.

შტატის ტრადიციულ გასართობზე – კაზინოებზე აქ უფრო იაფად მიგიწვდებათ ხელი ვიდრე ლას-ვეგასში.

მიუხედავად იმისა რომ ქალაქი არც ისე დიდია, ქალაქს ემსახურება აეროპორტიც, თუმცა საერთაშორისო რეისებისათვის უმჯობესია მიაკითხოთ საერთაშორისო აეროპორტს ქალაქ Reno-ში, აერპორტს „ტახოს“, საიდანაც თქვენ დაუკავშირდებით ამერიკის უდიდეს ქალაქებს.