contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ზაგრებში

ზაგრები ქალაქი, რომელიც სავსეა ულამაზესი და შთამბეჭდავი ადგილებით. თუ თქვენ გადაწყვეტთ მის მონახულებას და მანქანის დაქირავებას, მხედველობაში იქონიეთ რომ, კომპანია „ნანიკო“ ძალიან მალე შემოგთავაზებთ საუკეთესო მანქანებს დასაქირავებლად უკვე ქალაქ ზაგრებში. თქვენ გექნებათ საშუალება დაიქირავოთ მანქანა და იმგზავროთ ისევე კომფორტულად, როგორც საკუთარი მანქანით.
ახლა კი მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაცია ქალაქ ზაგრების შესახებ:

მანქანის გაქირავება ზაგრებში

ქალაქს ეძახიან მეორე ვენას, რადგან ამ ორი ქალაქის არქიტექტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ქალაქში არის შემონახული ძველი აფთიაქი, სადაც მუშაობდა დანტე ალეგიერის შვილიშვილი.
განთქმული ქვის ჭიშკარში არის სამრეკლო და უდიდესი ღვთისმშობლის ხატი.
ზაგრები იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ნაწილებად.
ზემო ნაწილში აღსანიშნავია:
წმინდა მარკის ეკლესია, რომელიც აშენდა 1242 წელს.
ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების აღსანიშნავად ლოტ შაკის კოშკიდან, ყოველ დღე, ზუსტად დღის 12 საათზე ისვრის ზარბაზანი. კოშკზე ასვლა და მომაჯადოებელი ქალაქის ხედით დატკბობა შეუძლია ყველას, ვინც მოისურვებს.

წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია, ასევე ულამაზესია.

გასაოცარი სილამაზით არის ცნობილი პარკი – „მაქსიმირი“, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში გაშენდა. არქიტექტორებმა მისთვის შეარჩიეს ინგლისური სტილი.

უკვე 900 წელია, რაც ქალაქი მასპინძლობს სტუმრებს და ახდენს მათზე უდიდეს შთაბეჭდილებას. ქალაქში სწრაფი ტემპით ვითარდება ტურიზმი.

ჩვენი კომპანია თქვენ შემოგთავაზებთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სხვადასხვა კლასისა და წარმოების მანქანებს. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჩვენი კომპანიიდან მანქანა ზაგრებში და იმოგზაუროთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეძლებთ ორგანიზება გაუკეთოთ დაუვიწყარ მოგზაურობას პლიტვიცკის ტბებზე, უძველეს ქალაქში სპლიტი და სხვა ქვეყნის საინტერესო ადგილებში.

ენდე ჩვენს კომპანიას და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენს კომფორტულ მოგზაურობას ქალაქ ზაგრებში და ასევე ქალაქგარეთაც.