contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ხორვატიაში

ძალიან მალე კომპანია „ნანიკო“ გაგიწევთ მომსახურეობას უკვე ხორვატიაში.

ხორვატიის რესპუბლიკას ესაზღვრება: სლოვენია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უნგრეთი, სერბეთი.

სხვადასხვა წარმოების და კლასის მანქანები ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

თუ თქვენ გადაწყვეტთ ხორვატიაში მოგზაურობას ან საქმიანი შეხვედრით ვიზიტს, დაუკავშირდით ჩვენს კომპანიას ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და თქვენ მიიღებთ ყველაზე საიმედო ავტო გაქირავებას მთელს ქვეყანაში.

მოგზაურობისათვის, ხორვატია სწორედ რომ საინტერესო და შესანიშნავი ქვეყანაა. ხმელთაშუაზღვისპირეთის ჰავამ და კლიმატურმა პირობებმა განაპირობა ხორვატიის ბუნების სილამაზე. მის ტერიტორიაზე ბევრია ისეთი ადგილი, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ დამთვალიერებელზე.

მანქანის გაქირავება ხორვატიაში

ერთ-ერთი ასეთი ადგილია ნაციონალური პარკი „პლიტვიცკის ტბები“, სადაც არის 16 ულამაზესი ტბა, ერთმანეთთან დაკავშირებული არიან 92 ჩანჩქერით, ხოლო გარს აკრავს ტყე. ნაკრძალის ტერიტორიაზე განთავსებულია სასტუმრო, დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება დარჩეს ღამით, რადგან პარკის სრულ დათვალიერებას სჭირდება ორი დღე.

რაც შეეხება ზღვისპირა კურორტებს, ხორვატიის ადრიატიკის ზღვის სანაპირო განთქმულია და უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს ყოველ წლიურად.

ქვეყანა არ უჩივის ისტორიული ადგილების ნაკლებობას, განსაკუთრებული სილამაზით და ისტორიით გამოირჩევა ქალაქი დუბროვნიკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა სიაში არის შეტანილი.

უმეტეს შემთხვევაში ტურისტები ქირაობენ მანანებს და მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი კომპანიისაგან მიიღებთ:

დამატებითი აქსესუარები

მისაღები ფასები

ყოველი დღე თქვენი მოგზაურობისათვის ჩვენს კომპანიასთან ერთად იქნება შთამბეჭდავი და დაუვიწყარი.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »