contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




მანქანების გაქირავება კვიპროსში

კუნძული კვიპროსი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და სიდიდით მესამე ადგილზეა ადგილობრივი კუნძულებს შორის. კიპროსის მოსახლეობა შედგება სხვადასხვა ეროვნების ხალხისგან, ეს ნაწილობრივ განპირობებულია ისტორიული ფაქტებით, ასევე იმით რომ, კუნძული ეკოლოგიურად არის ძალიან მიმზიდველი. აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვიპროსის სანაპირო ზოლი იმდენად სუფთა და მოვლილია, რომ ამ კუნძულზე აღმართულია ევროკავშირის ლურჯი დროშა.

cyprus - car rent Naniko

მისი დედაქალაქი და მთავარი ქალაქი – ნიქოზია, რომელიც მდებარეობს კვიპროსის შუაგულში და მწვანე ხაზით იყოფა ორ ნაწილად. კვიპროსი ტურისტებისათვის ერთერთი საყვარელი და მიმზიდველი ადგილია ლურჯი ზღვითა და ულამაზესი, მოვლილი სანაპირო ზოლით . კურორტს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ტურისტრებისთვის, აქ ნამდვილი სამოთხეა.
უდაო აღფრთოვანებას იწვევს ნაციონალური კერძები, რომელთა დააგემოვნებისას თქვენ იგრძნობთ თურქული და ბერძნული სამზარეულოს საოცარ სინთეზსს. კერძებში ძირითადად ჭარბობს ზღვის პროდუქტები და ხორცი.განსაკუთრებით აღსანიშნავია ხორცისგან დამზადებული ‘’ Kleftico’’, რომელიც ნიშნავს “მოპარულ ხორცი.” ძალზე საინტერესო ისტორია აქვს ამ კერძის მომზადების მეთოდს: ისტორიულად ცნობილია ის ფაქტი, რომ მწყემსები ხორცს იპარავდნენ, შემდეგ მას მალავდნენ მიწაში და ზევით ანთებდნენ ცეცხლს, ამის შედეგად ხორცი სულ სხვაგვარად იხარშებოდა და განსაკუთრებულ გემოს იძენდა. ასევე აღსანიშნავია ყავის სურნელი, რომელსაც წააწყდებით სანაპიროს ნებისმიერ წერტილში.

ავტოგაქირავების კომპანია Naniko

იმისათვის რომ თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი და კომფორტული გახდეს, გირჩევთ იქირავოთ მანქანა, ავტოგაქირავების კომპანიაში ‘’Naniko’’. მოქნილი ჯავშნის სისტემა კი საშუალებას გაძლევთ მინიმალურ დროში გააკეთოთ თქვენთვის სასურველი არჩევანი კომპანიის ვებ გვერდზე . კომპანიის ავტო პარკი მდიდარია და იგი მოიცავს: სპორტულ მანქანებს, კაბრიოლეტებს, სედანებს, ჯიპებს, მინი ვენებს. სასიამოვნო გაოცებას იწვევს მუდმივად დაბალი ფასები, რომელიც სრულად მოიცავს ყველანაირ მოსაკრებელსა და დაზღვევას. აღსანიშნავია ასევე, რომ თქვენ საშუალება გაქვთ დააბრუნოთ ავტომანქანა არა იმ ქალაქში , სადაც დაიწყეთ მოგზაურობა არამედ იქ სადაც მას დაასრულებთ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, რათა მიიღოთ კომფორტული და მაღალკვალიფიციური სერვისი კომპანიში Naniko, სწორედ თქვენზე ზრუნვამ გააერთიანა თითოეული თანამშრომელი.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »