contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების დაქირავება კომპანია Naniko-საგან ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით ჰაიფაში

როდესაც ვმოგზაურობთ, განსაკუთრებით სხვა ქვეყანაში, გვიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა სხვადასხვა საკითხზე, რომლებზედაც გვინდა, რომ წინასწარ გვქონდეს ინფორმაცია. და ეს გასაგებიცაა, რადგან მოგზაურობისას ადამიანებს უნდათ იყვნენ მომზადებული და ინფორმირებული სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი წესებისა და თავისებურებების შესახებ. ასეთი კითხვები ჩნდება აგრეთვე უცხო ქვეყანაში მანქანის დაქირავებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვეცდებით პასუხი გავცეთ თქვენს ზოგიერთ ასეთ შეკითხვას:

შესაძლებელია თუ არა გავემგზავროთ სხვა ქვეყანაში Naniko-საგან ჰაიფაში ნაქირავები მანქანით?

რა თქმა უნდა არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, თუ იმ ორ ქვეყანას შორის, რომელთა სასაზღვრო ზოლს კვეთთ, არ არსებობს რაიმე შეზღუდვა. თუ მანქანით სხვა ქვეყანაში გადასვლას გეგმავთ, განაცხადში უნდა მიუთითოთ თქვენი მოგზაურობის დაწყების და დასრულების ადგილი და უნდა გქონდეთ მანქანის მინდობილობა კომპანიისაგან. მინდობილობა შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაგიმზადდებათ.

  • როგორია ასაკობრივი ზღვარი მანქანის დაქირავებისათვის?

ასაკომბრივი ზღვარი განისაზღვრება 21 წლით, აუცილებელია, ასევე მანქანის მართვის ორწლიანი გამოცდილება.

  • არის თუ არა შესაძლებელი მანქანის მიღება ჯავშნის გაკეთების დღესვე?

დიახ, ეს შესაძლებელია, თუმცა ჯავშნის გაკეთებიდან მანქანის მიღებამდე მოგიწევთ დაელოდოთ მაქსიმუმ 4 საათი, ვიდრე თქვენი შეკვეთა დადასტურება.

  • როგორ და როდის მივიღებ ჯავშნის დასტურს?

როგორც წესი დადასტურებას მიიღებთ დაჯავშნიდან მალევე, მაგრამ თუ თქვენი ჯავშანი მოიცავს ერთ თვეს ან უფრო ხანგრძლივ პერიოდს, მაშინ დადასტურების მიღების პროცესი შესაძლოა დაახლოებით 24 საათი გაგრძელდეს. დასტურის ვაუჩერი გადმოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

არ გაუშვათ შანსი დაათვალიეროთ ულამაზესი ქალაქი ჰაიფა Naniko-საგან ნაქირავები მანქანის საშუალებით!

 

ჰაიფა – ყველაზე დიდი და მოძრავი ქალაქი ჩრდილოეთ ისრაელში

ლურჯი ზღვა, ქარმელის მწვანე მთები, პლიაჟები და თანამედროვე ქალაქი – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმათთაგან, რაც შეიძლება შესთავაზოს ქალაქმა აქ ჩამოსულ მოგზაურს. ჰაიფა განსაკუთრებით მდიდარია კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და თანამედროვე შენობებით, ასევე ბუნებრივი ღირებულებებით.

ყველაზე მიმზიდველი ადგილები ჰაიფაში:

  • ბაჰაის ბაღები – ბაჰაის რელიგიის საერთაშორისო ცენტრის ნაწილი ქარმელის მთაზე. შეუძლებელია ამ ბაღებმა მნახველზე შთაბეჭდილება არ მოახდინოს. ეს ნამდვილად ჯადოსნური ადგილია, თავისი მომხიბლავი დიზაინით. ბაღი დამშვენებულია ულამაზესი ოქროს გუმბათით.
  • ეკლესიები ქალაქის განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენენ. ესენია: ელიას ეკლესია, სანტა-მარია-დე-გრეკოს კათოლიკური მონასტერი, სტელა მარის კარმელიტური მონასტერი, სადაც ქრისტიანული რწმენის თანახმად დაკრძალულია ელია.
  • გერმანული კოლონია, რომელიც შედგება ქვით ნაშენი კოხტა სახლებისაგან, რომლებიც გერმანული წარმოშობის ტამპლიერებმა მე-19 საუკუნეში ააშენეს. ასევე შემორჩენილია ქალაქის ურბანული გეგმა. ქალაქის ეს ნაწილი ბევრ უნიკალურ მაღაზიას, რესტორანს და სასიამოვნო გარემოს გთავაზობთ.