contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის ქირაობა ტეგელის აეროპორტში, ბერლინში

ახლა უკვე აეროპორტიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იქირაოთ ავტომობილი კომპანია Naniko-დან ბერლინის ტეგელის სახელობის აეროპორტში. შეიქმენით კომფორტი და სიმყუდროვე ჩვენი დახმარებით და დაგეგმეთ მოგზაურობა ჩვენთან ერთად.

მანქანის დაქირავება აეროპორტში – დაბალი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი

არასოდეს ყოფილა თქვენთვის სასურველი ავტომობილის დაჯავშნა ასე მარტივი და მოქნილი, ხოლო არჩევანი ასეთი მრავალფეროვანი. გამოიყენეთ კომპანიის ონლაინ რეზერვაციის სისტემა, რომელიც ჩვენი ვებ გვერდის naniko.com-ის მთავარ გვერდზეა განთავსებული და მოქმედებს ძალიან მარტივად. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ასევე უმარტივესი მობილური ვერსიით და აქციოთ თქვენი სურვილები რეალობად. დაუჯერებლად დაბალი ფასები და ხარისხი ჩვენი სავიზიტო ბარათია.

მდებარეობა და მნიშვნელობა

ტეგელის აეროპორტი 1948 წელს გაიხსნა და ბერლინის დასავლეთით, ქალაქის ცენტრიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინს მეორე – შონეფელდის აეროპორტიც ემსახურება, ტეგელს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბერლინისთვის და ბერლინთან ახლოს მდებარე ქალაქებისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის.

სატრანსპორტო მიმოსვლა ბერლინთან. მანქანის ქირაობის უპირატესობები.

აეროპორტში ჩამოსულს აუცილებლად მოგიწევთ იმაზე ფიქრი თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მიმართოთ. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ავტობუსით ან ტაქსით გადაადგილდეთ, თუმცა ავტობუსით მგზავრობა საკმაოდ დამღლელი და ხანგრძლივია და არც ისე სასურველი. ტაქსით მგზავრობა კი ბერლინში, ისევე როგორც ევროპის უმეტეს ქალაქში საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. მანქანის დაქირავება ყველაზე კომფორტული და ამავდროულად ეკონომიური საშუალებაა და საუკეთესოდ გადაგიჭრით გადაადგილების პრობლემას.

ბერლინი. ბერლინის აეროპორტები.

ბერლინიგერმანიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი წელიწადში არაერთხელ ექცევა საყოველთაო ყურადღების ცენტრში. იგი გამოირჩევა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ღონისძიებებით როგორებიცაა Berlinale, ტურისტული გამოფენა ITB და ა.შ. ბერლინს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი, ბიზნესმენი თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტუმრობს. არცაა გასაკვირი რომ ბერლინს გერმანიის ორი უდიდესი მნიშვნელობის აეროპორტი ემსახურება.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »