contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება კოპენჰაგენში

კოპენჰაგენი, ეს არის ყველაზე ლამაზი, ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქი. ის განლაგებულია სამ კუნძულზე: ზელანდია, სლოტსხოლმენი, ამაგერი. მისი არსებობის ისტორია დაიწყო მე-12 საუკუნეში.
თუ გსურთ დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა, დანიის დედაქალაქი ამისათვის ნამდვილად შესანიშნავი ადგილი იქნება. ეს არის შთამბეჭდავი ადგილი, სადაც ყველაფერი დინამიურად ერწყმის ერთმანეთს.
აქ შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ღირსშესანიშნაობების მონახულება, ყველაზე ცნობილი კი მათ შორის არის:
ქალთევზას ქანდაკება, რომელიც უკვე 100 წლისაა, დამზადებულია გრანიტისა და ბრინჯაოსაგან.

Naniko Car Rental in Copenhagen

ცნობილი სანაპირო, სადაც მდებარეობს ბევრი კაფე, რესტორანი, ლუდის ბარი. ეს არის შესანიშნავი განტვირთვის ადგილი. აქ თავს იყრის უამრავი ტურისტი, ქალაქში დამღლელი ტურის შემდეგ. განსაკუთრებით მიმზიდველია აქაურობა ზაფხულის პერიოდში. უგემრიელესი ნაციონალური კერძები და ლუდი, სხვადასხვა ჟანრის ქუჩის მუსიკოსები და თვალწარმტაცი მზის ჩასვლის პეიზაჟი შეგიქმნით საუკეთესო განწყობას. ყველაზე ძველი სახლი ამ სანაპიროზე თარიღდება 1681 წლით. ამჟამად, სანაპიროზე ყველა სახლი რესტავრირებულია და შეღებილია სხვადსხვა ფერში. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მათგანში ცხოვრობდა ცნობილი მეზღაპრე ჰანს კრისტიან ანდერსენი.
სტროგეტი – ადგილი, სადაც განლაგებულია უამრავი ბრენდის მაღაზია, ეს არის უდიდესი საფეხმავლო ქუჩა. ეს არის ტურისტების საყვარელი ადგილი და გარდა მაღაზიებისა მოიცავს უამრავ კაფე – რესტორანს, აქ შესაძლებელია მოძრავი თეატრის წარმოდგენების ხილვაც.
ტივოლის პარკი – უძველესი გასართობი პარკი, რომელიც უკვე 100 წლისაა.
კოპენჰაგენის ზოოპარკი – აქ, ვიზიტორს შესაძლებლობა ეძლევა, როგორც ტროპიკული, ასევე ჩრდილოეთის ცხოველებისა და ფრინველების მონახულება.
ღირსშესანიშნავ ადგილებს შორის პოპულარული ადგილებია, ასევე: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ნაციონალური გალერეა, მრგვალი კოშკი, როზენბერგის სასახლე, კრონბერგის სასახლე, ფრედერიკსბორგის სასახლე, ბოტანიკური ბაღი და სხვა.
ყველა ამ ადგილის მონახულება თქვენ შეგიძლიათ კომპანია ნანიკოსაგან დაქირავებული ავტომანქანით. მანქანის დაქირავება კოპენჰაგენში ჩვენი კომპანიისაგან, ეს არის თქვენი სწორი არჩევანი.
ერთი სიტყვით, კოპენჰაგენი არის ქალაქი, სადაც თქვენ შეიგრძნობთ ნამდვილი ევროპისა და არისტოკრატიზმის სულს. ის ადამიანის მეხსიერებაში სამუდამოდ იკავებს ადგილს.
მანქანების საერთაშორისო გაქირავების კომპანია – ნანიკო, გაძლევთ უნიკალურ შანს: შესაძლებელია მანქანის აიყვანა კოპენჰაგენში და დაბრუნება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
კომპანიის ავტოპარკში წარმოდგენილია სხვადასხვა კლასისა და წარმოების მანქანები: კაბრიოლეტები, სპორტული მანქანები, სედანები, ჯიპები, მინივენები. ყველა მანქანები თქვენი სურვილის შესაბამისად აღჭურვილი იქნება სასურველი აქსესუარებით.
ჩვენ გთავაზობთ:
• 24 საათიან მომსახურებას
• მოკლევადიან და გრძელვადიან მანქანის დაქირავებას
• მანქანის დაქირავებას მძღოლით
• ულიმიტო კილომეტრაჟს
• ხელშეკრულების გასაფორმებლად საბუთების მინიმალურ რაოდენობას
• მომენტალური ჯავშნის სისტემას
• მანქანის აყვანა ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ადგილიდან
ჩვენი კომპანია მუდამ ზრუნავს თავის კლიენტებზე, ამიტომ მისი თანამშრომლები 24 საათიან კავშირში არიან მომხმარებელთან და ყოველთვის ეხმარებიან არსებული პრობლემის აღმოფხვრაში.
გამოიყენეთ სერვისი ავტომანქანის დაქირავება ნანიკოსაგან ი მიიღეთ სრულიად კომფორტული ავტომანქანა საკმაოდ დაბალ ფასად.