contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება დანიაში

დანია, სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა – დანიის სამეფო. სამეფოს შემადგენლობაში ასევე შედის: ფარერის კუნძულები და გრენლანდია. ქვეყანას ესაზღვრება ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვები.

Naniko Car Rental in Denmark

ზომიერი ზღვის ჰავა ქვეყანაში სტუმრობის საშუალებას იძლევა წელიწადის ნებისმიერ დროს. მაგრამ ყველაზე მისაღები პერიოდი არის ზაფხული, როცა საშუალო ტემპერატურა არის 15-16°C. ზამთარში ძალზედ საინტერესოა იმ ადგილების მონახულება, რომელიც აღწერილია ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარში: „თოვლის დედოფალი“.
დანიას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც: „სკანდინავიის ნახევარკუნძულის მარგალიტს“. ეს სახელწოდება დაიმსახურა ღირსეულად, რადგან მდიდარი კულტურისა და ისტორიის მფლობელია. ქვეყნას გააჩნია უძველესი დროშა მსოფლიოში. დანიის შემადგენლობაში შედის 443 კუნძული, მათ შორის 76 დასახლებულია. შესაძლებელია იახტით ერთ-ერთ კუნძულზე გამგზავრება და შესანიშნავი კრუიზის მოწყობა.
ზღაპრულად ლამაზი ქვეყანა ახვედრებს სტუმრებს განსაკუთრებულ სიურპრიზებს. თუ თქვენ ეწვევით მას, აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
დანიის დედაქალაქი – კოპენჰაგენი, რომელიც ცნობილია, როგორც ყველაზე უსაფრთხო ქალაქი მთელს ევროპაში. ულამაზესი მოედნები, ფართე არხები, ტივოლის გასართობი პარკი, რომელიც უძველესია მსოფლიოს გასართობ პარკებს შორის.
ლეგოლენდი – ცნობილი გასართობი პარკი, აქ მოხვედრაზე ოცნებობენ, არა მარტო ბავშვები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც. პარკი აშენებულია ბილუნდში, ცნობილი კონსტრუქტორის – ლეგოს სამშობლოში. პარკის კონსტრუქცია მოიცავს 46 მილიონ ლეგოს კონსტრუქციის ნაწილს. ბილუნდში არ არის რკინიგზა, შესაძლებელია აქ ჩამოსვლა თვითმფრინავისა და ავტომანქანის მეშვეობით. თუ მოცემული მომენტისათვის, არ გყავთ საკუთარი მანქანა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანია ნანიკოსაგან სერვისი: ავტომანქანის დაქირავება დანიაში.
ორხუსი, იუტლანდიის მთავარი ქალაქი. აქ მდებარეობს ვიკინგების მუზეუმი და უძველესი სკანდინავიური ეკლესიები, რომლებიც აშენებულია ქვისაგან.
უნიკალური ბუნება და ხელსაყრელი კლიმატური პირობები ქმნიან დასვენებისათვის და განტვირთვისთვის შესანიშნავ პირობებს. წელიწადის ნებისმიერ დროს გელით სპა სასტუმროები, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია შუასაუკუნეების სასახლის სახით.
დანია, ქვეყანა, რომელიც გულგრილს არ ტოვებს თავის სტუმრებს…
ნანიკო – მანქანების გაქირავების საერთაშორისო ბრენდია, ამიტომ მისი სერვისი მთლიანად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს. მომხმარებელს აქ დახვდება თბილი გარემო და პროფესიონალიზმი, კომფორტული და უსაფრთხო მანქანები. კომპანიის ავტოპარკი მოიცავს სხვადასხვა წარმოების და კლასის მანქანებს. ამიტომაც ნანიკოს მანქანის დაქირავება ხელსაყრელია, როგორც მოგზაურებისათვის, ასევე, საქმიანი ადამიანებისათვის.
დაიქირავეთ მანქანა ჩვენი კომპანიისაგან და მიიღეთ სწორედ ის სერვისი, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »