contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება საფრანგეთში

საფრანგეთი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოა. მისი სრული დასახელებაა – საფრანგეთის რესპუბლიკა. ქვეყნის მთავარი დევიზია: „ თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“. საფრანგეთი გაეროს განუყოფელი და ერთ-ერთი მთავარი წევრია. მისი ტერიტორია დაყოფილია 27 რეგიონად, სახელმწიფო ენა- ფრანგული. დედაქალაქი – პარიზი.
საფრანგეთი ერთ-ერთია ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორის. ის არის ყველა ასპექტში ძალიან საინტერესო და უნიკალური, მისი ისტორია, კულტურა და ცხოვრების რიტმი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ანალოგის პოვნა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან რთულია. მისი ტერიტორია მოიცავს აურაცხელი რაოდენობის ღირსშესანიშნაობებს და საინტერესო ადგილებს.
ქვეყნის დასახელების წარმოთქმისას მომენტალურად გახსენდება: პარიზი, მოდა, ღვინო, ნიცა, მონტე-კარლო, ვიქტორ ჰიუგო, ნაპოლეონი…
საფრანგეთი ცნობილი ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა. აქ აწარმოებენ სხვადსხვა სახის ღვინოებს, მათი ექსპორტი ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რაც შეეხება ქვეყნის კულტურას, ის სათავეს იღებს ღრმა წარსულში. ეს არის კლასიკოსი მწერლების, მხატვრების, კომპოზიტორების, მეცნიერების სამშობლო, ადამიანებისა, რომელთა ქმნილებები მსოფლიოში შედევრებად არის აღიარებული.
არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ შევეხოთ ქვეყნის არქიტექტურას. მის ტერიტორიაზე მრავლადაა ძეგლები, რომლებიც ეკუთვნიან სხვადსხვა ეპოქას. გოტიკური ნაგებობები, კოლოსალური ტაძრები, ეკლესიები, ციხეები, სასახლეები, უნიკალური ბაღებით. (ლუქსემბურგის ბაღი, ვერსალი).
მე – 19 საუკუნეში საფრანგეთი გახდა სწორედ ის ქვეყანა, სადაც დაიბადა კინო.
ქვეყნის ყველაზე ცნობილი ადგილებია:
პარიზი, ქვეყნის მთავარი ქალაქი და დედაქალაქი.
სან-ტროპე – ცნობილი კურორტი და ელიტისათვის უსაყვარლესი ადგილია.
ნიცა – ლაჟვარდოვანი სანაპირო, კლუბები, სასტუმროები, ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი შენობა-ნაგებობები…
მონ-სენ-მიშელი- კუნძულის ტიპის ქალაქი და ამავდროულად ციხესიმაგრე. შედის იუნესკოს მემკვიდრეობათა ნუსხაში.
ერთი სიტყვით, საფრანგეთში არის ყველაფერი, რაც კი შეუქმნია ადამიანს უნიკალური და ღირსშესანიშნავი…
კომპანია ნანიკო სთავაზობს მომხმარებელს: მანქანის დაქირავება საფრანგეთში. ეს არის შესაძლებლობა დაიქირავო მანქანა ქვეყნის ნებისმიერ ადგილას.
ნანიკო – საფრანგეთში თქვენი წარმატებული მოგზაურობის საწინდარი!


FIND ALL NANIKO LOCATIONS »