contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ისრაელში Naniko -საგან

დაუვიწყარი მოგზაურობის პერიოდში, წმინდა მიწაზე, მაქსიმალური კომფორტით, მომსახურეობას გთავაზობთ ავტომობილის გაქირავების კომპანია Naniko.

მანქანის დაქირავება ისრაელში უპრეცენდენტო დაბალ ფასად

მარტივი რეზერვაციის სისტემა 24 საათის განმავლობაში და ავტომობილების ფართო არჩევანი, არის თქვენს სამსახურში. მანქანის დაქირავება შესაძლებელია, ასევე მძღოლის თანხლებით.
კომპანია Naniko -ს თანამშრომელი მოგიყვანთ მანქანას თქვენთვის სასურველ ადგილას და თქვენი მოგზაურობის დამთავრებისას, შეგეძლებათ დააბრუნოთ ავტომობილი, ასევე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.

Naniko – ს ფილიალი ოფისები აქვს მსოფლიოს მრავალ ქალაქში.

მოინახულეთ თვითმყოფადი კულტურა ისეთი ქალაქების როგორიცაა ჰაიფა, ტელავივი, არიელი და სხვა Naniko -სთან ერთად.

Israel rent a car naniko

ისრაელი არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა, რომელიც მდებარეობ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბიბლიის თანახმად ანტიკურ ხანებში მდებარეობდა იუდას სამეფო.
ისრაელს სამხრეთით ესაზღვრება ეგვიპტე, დასავლეთით – ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთით – იორდანია, ჩრდილოეთით – ლიბანი და ჩრდილოეთ-დასავლეთით აქვს საზღვარი სირიასთან. ისრაელის მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით შეადგენს 8 მილიონ ადამიანს. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომლის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ ებრაელები.
ისრაელის დასახელების ეტიმოლოგიის შესახებ არ არსებობს ერთიანი აზრი, მაგრამ ზოგიერთი წყაროების მონაცემებით წარმოიქმნება ებრაული სიტყვა „მართვის“ და ღმერთის შერწყმით, რაც ნიშნავს ღმერთის მიერ მართვად მიწას. ასევე, არის ნახსენები ძველი აღთქმის იმ ეპიზოდში, სადაც ღმერთი უწოდებს იაკობს ისრაელს.
ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას სხვა და სხვა ისტორიულ პერიოდებში არსებობდა მრავალი ებრაული სახელმწიფო. ერთ-ერთი მათგანი იყო იუდას სამეფო, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 587 წელს განადგურებულ იქნა ნაბუქოდონოსორის მიერ, რასაც ებრაელების დიდი გადასახლება მოჰყვა.
იერუსალიმი იყო გამოცხადებული ისრაელის დედაქალაქად 1951 წელს და ამ მომენტიდან ყველა ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებები იქნა გადატანილი აღმოსავლეთ იერუსალიმში. მხოლოდ რამდენიმე დარჩა ტელ-ავივში, ქალაქში, რომელსაც ბენ გურიონმა უწოდა ისრაელის სახელმწიფოს დაბადების ადგილი.
ისრაელი პატარა ზომის ქვეყანაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხასიათდება კლიმატის მრავალფეროვნებით სხვა და სხვა ზონებში. სანაპიროს ზოლში კი ტიპიური კონტინენტალური ჰავაა.
ისრაელის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც უამრავი ებრაელი ლტოლვილი დაბრუნდა ისრაელში ევროპის და არაბული ქვეყნებიდან.
ისრაელის კულტურის მრავალფეროვნება არის დაფუძნებული იმ ფაქტზე, რომ ებრაული მოსახლეობა არის მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან შეკრებილი. ისრაელი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც საკუთარი ებრაული კალენდრით ცხოვრობს: ოფიციალური დასვენების დღე შაბათია, რომელიც იწყება პარასკევს მზის ჩასვლისთანავე.
ებრაული მუსიკა აერთიანებს მთელი პლანეტის მუსიკის ტიპებს: ხასიდური სიმღერა, არაბული და ბერძნული მუსიკის ჰანგებს, ჯაზი, პოპი, როკი და კლასიკური მუსიკა.
ფრიად პრესტიჟული არის ისრაელის სიმფონიური ორკესტრი, დაფუძნებული 30-იან წლებში, რომელიც ყოველწლიურად 200 კონცერტს მართავს. არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ტურისტებისთვის, რომლებიც კლასიკური მუსიკის მოყვარულნი არიან.
ისრაელში 75 დიდი და მცირე ქალაქია, რომლებიც გაერთიანებულია 7 ადმინისტრაციულ ოლქად. ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჰაიფა, ნაზარეთი, თელავივი, არიელი და სხვა, გამოირჩევიან თავისი ორიგინალობით და ყველა სათითაოდ იმსახურებს მონახულებას. და რაღა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოდან იზიდავს ტურისტებს და მორწმუნეებს ყოველწლიური წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული დიდ შაბათს, ქრისტეს აღდგომის წინა დღეს.
ყოველწლიურად, 1987 წლიდან, ზაფხულობით ისრაელში იმართება წითელი ზღვის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »