contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ესპანეთში

ესპანეთი უდიდესი ქვეყანაა, უძველესი ისტორიით, გამორჩეული ნაგებობებით, მდიდარი კულტურით, დამახასიათებელი ტემპერამენტით , საზღვაო კურორტებით, ნაციონალური კერძრბით, კორიდათი, ფლამენკოთი….. ცნობილი მხატვრები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეები, სწორედ აქ პოულობდნენ ნავსაყუდელს. ბარსელონაში ისევე როგორც სხვა ქალაქში სტუმრობისას, მანქანის ქირაობით, თქვენ მაქსიმალურად დაზოგავთ დროს, რაც ავტომატურად გაძლევთ საშუალებას, უფრო მეტი ღირშესანიშნაობის სანახავად. საგრადა ფამილია, გუელის პარკი, კატალონიის მოედანი, გაუდის საოცრებები, აკვარიუმი, მონჟუიკის მთა, ეს ის ნუსხაა, რომლისთვისაც ბარსელონაში ჩადის ტურისტების უმრავლესობა. ასევე ქალაქი ჟერონა, რომელიც ერთი საათის სავალზეა, იქვე ფიგუერესში შეძლებთ დაათვალიეროთ სალვადორ დალის მუზეუმი, იხილოთ ამ გენიის შედევრები, რაც წარუშლელ კვალს დატოვებს თითოეული ადამიანის მეხსიერებაში. მანქანით მოკლე დროში არამარტო ღირშესანიშნაობების ნახვა, არამედ საზღვაო კურორტებზე წასვლაც კომფორტული იქნება, კოსტა ბრავა, კოსტა დორადა , პორტი ავენტურა, რომელიც ვესტერნის დროში დაგაბრუნებთ, კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენს მოგზაურობას. საღამოობით თქვენ გელოდებათ ხმაურიანი ქუჩები, სადაც ყველაფერია იმისათვის, რომ გაერთოთ და იგრძნოთ ესპანური ტემპერამენტი. პატარპატარა კაფეები, პაბები, ვიწრო ქუჩები, სადაც მუდმივად ტარდება პატარ-პატარა კონცერტები, ეს უბნები სავსეა მოხეტიალე მუსიკოსებითა და მხატვრებით, რაც კიდევ უფრო გიმაღლებთ განწყობას. და ბოლოს ფლამენკოს შოუები, ეს არის ხელოვნების ნიმუში და სპორტი ერთდროულად. ესპანეთი ერთერთი პირველია ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის. ქალაქები როგორებიცაა: მადრიდი, ბარსელონა, ჟერონა, ტარაგონა, კოსტა ბრავის სანაპირო კურორტები….. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის ისეთ ჰარმონიას, რომ ჩასულ ტურისტს კვლავ უჩნდება უკან დაბრუნების დიდი სურვილი.
რატომ უნდა ვიქირავოთ ავტომანქანა კომპანიაში Naniko?
ისეთ დიდ ქალაქებში, სადაც სანახავი ძალიან ბევრია, გირჩევთ გამოიყენოთ მანქანის გაქირავების სერვისი. არჩევანს კი გირჩევთ შეაჩეროთ კომპანიაზე – Naniko, იმ უბრალო მიზეზთა გამო, რომ აქ არის სტაბილურად დაბალი ფასები, 24 საათიანი მომსახურება, მუდამ მომღიმარი და მომხმარებლის ინტერესზე ორიენტირებული პერსონალი, მაღალი დონის სერვისი, აქსესუარების მრავალფეროვნება: კაბრიოლეტები, სპორტული მანქანები, ჯიპები, სედანები, მინი ვენები. მანქანის ღირებულება სრულად მოიცავს ყველა მოსაკრებელსა და დაზღვევას. ამ კომპანიას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ის გარემოება, რომ დაჯავშნა შესაძლებელია, როგორც კომპიუტერით ასევე მობილურიდან, ამისათვის კი საჭიროა მხოლოს პასპორტი და მართვის მოწმობა. მანქანის მოწოდება კი შეუძლიათ ნებისმიერ დროს, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას. ასე რომ, გაემგზავრეთ ესპანეთში, იქირავეთ ავტომანქანა, გაიმძაფრეთ მრავალი ქალაქის დალაშქვრით გამოწვეული ემოციები, გაიმდიდრეთ შეგრძნებები, რაც დიდი ხნის განმავლობაში გამოკვებავს თქვენს სულსა და გონებას.

მანქანების გაქირავება მადრიდში
მანქანების გაქირავება ბარსელონაში


FIND ALL NANIKO LOCATIONS »