contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება თელავივში

როგორ განახორციელოთ თქვენი ავტოს რეზერვაცია:

ავტო გაქირავების კომპანია Naniko საშუალებას გაძლევთ იქირავოთ თქვენთვის სასურველი სატრანსპორტო საშუალება თელ ავივში იოლად და გამარტივებული სისტემით. თქვენ შეძლებთ შეარჩიოთ თქვენი მანქანა და მიიღოთ იგი ქალაქის ნებისმიერ წერტილში ან კიდევ აეროპორტში. რეზერვირება შეგიძლიათ განახორციელოთ პირდაპირ ონლაინ რეჟიმში Naniko.com – ს ვებ-გვერდზე რაც დაგიზოგავთ დროს.

ჩვენს კლიენტებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ სასურველი ავტომობილის მოდელი. ჩვენს ავტოპარკში თქვენ ნახავთ, როგორც კლასიკურ მოდელებს, აგრეთვე საოჯახო მანქანებს და მინივენებს.

rent a car naniko in tel aviv

ფასები ყველა მოდელზე მინიშნებულია მარტივი და გასაგები ფორმით, დამოკიდებულია ქირავნობის დღეების რაოდენობაზე.

რა არის საჭირო რომ განახორციელოთ ავტომანქანის დაქირავება ტელ-ავივში Naniko -საგან

  • დამქირავებლის მინიმალური ასაკი 21 წელი
  • მართვის მოწმობა
  • პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
  • რეზერვაციის დამადასტურებელი წერილი. მას შემდეგ, როდესაც თქვენ შეარჩევთ თქვენს ავტომობილს, მიიღებთ თქვენი რეზერვაციის დამადასტურებელ წერილს პირად ი-მეილზე. სიზუსტისთვის გადაამოწმეთ თქვენი პირადი მონაცემები, ამობეჭდეთ და მანქანის მიღებისას იქონიეთ თან. საჭიროების შემთხვევაში თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ დაუკავშირდეთ Naniko-ს  წარმომადგენელს წერილში მინიშნებულ სატელეფონო ნომერზე.

შეავსეთ რეზერვაციის მოდული არჩეულ მოდელზე და მიიღეთ თქვენი ავტომობილი ტელ-ავივში მანქანების გაქირავების კომპანია Naniko – სგან!

ტელ – ავივი – თქვენი ოცნების თეთრი ქალაქი!

ქალაქი თელავივი ყოველთვის იყო მრავალკულტურული ცენტრი და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლების შეხვედრების პრიორიტეტული ადგილი. მე-20 საუკუნის 20-40 წლებში თელავივი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ეკონომიკურად აყვავებული ქალაქი, იყო სოციალური და კულტურული ცვლილებების ცოცხალი მოწმე.

ზუსტად ამ პერიოდში ქალაქის შიგნით იყო აგებული ეგრეთწოდებული თეთრი ქალაქი. არქიტექტორებს და დიზაინერებს, რომლებმაც იგი დააპროექტეს, არც კი უფიქრიათ, რომ მათ მიერ გამოყენებული არქიტექტურული სტილი, აქცევს ქალაქს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმად.  ზუსტად ამ განსაკუთრებულობის გამო, 2003 წელს თელავივი იქნა შეყვანილი 56 ისტორიული ქალაქების სიაში, რომლებიც თანამედროვე ქალაქად იქცნენ, და აგრეთვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

თელავივი არის ქალაქი, რომელიც ხასიათდება:  24-საათიანი აქტიურობით, უმდიდრესი კულტურით და გართობის სფეროთი. ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს, ნაციონალური ეკონომიკის და კულტურის ცენტრი. აქ იმართება უამრავი კულტურული ღონისძიება, ფესტივალი და მრავალი ტიპის გასართობი ღონისძიება, რაც იზიდავს მილიონობით ტურისტს.

ქალაქი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელავივს ყოველდღიურად სტუმრობს მილიონობით ტურისტი და უბრალოდ გართობის მოყვარულები, რომლებიც დილამდე სეირნობენ ქალაქის ქუჩებში.

თეთრი სახლები და თლილი ტერასები წარმოადგენენ ენით აღუწერელ სილამაზეს, რომელიც ყალიბდება სხვა და სხვა სიმეტრიების შეთავსებით. ტერასების გარშემო არის ამოყვანილი მოჩუქურთმებული ფანჯრები, აივნები და მაღალი სვეტები.

ებრაელი ხალხის სტუმართმოყვარეობის გათვალისწინებით, ეს ფართო ტერასები ყოველთვის იყო შეხვედრების ადგილი ადგილობრივი მაცხოვრებლების მეზობლებთან ან მეგობრებთან.

თელავივის სტუმრები შეძლებენ დატკბნენ ამ ექსტრაორდინალური არქიტექტურის მქონე ქალაქის მშვენიერებით როტშილდის, ბიალიკის და დიზენგოფის ქუჩებზე და ცხელ  ზაფხულს გაისეირნონ თეთრი ქალაქის ქუჩებში Naniko -ში დაქირავებული სასურველი ავტომობილით! 
Rent a car in Tel Aviv