contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


(English) Rent a car at the international airport of Krakow – Balice. Car Rental for you from Naniko

მოგზაურობა ისეთ მდიდრულ ქალაქში როგორიცაა კრაკოვი, საუკეთესო არჩევანია როდესაც გეგმავ შვებულების გატარებას ან მოგზაურობას სხვადასხვა მიზნით. ეს არის მშვენიერი ადგილი რომელიც მიმზიდველია მისი შარმით, სილამაზით და წლოვანებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი ხდის მას პოპულარულ დანიშნულების ადგილად ტურისტებისათვის. კრაკოვში არსებული უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილიდან აღსანიშნავია ,,ვეიველ ჰილ’’ სადაც აღმართულია დიდებული სასახლე, სადაც პოლონეთის მეფეები ცხოვრობდნენ. დღესდღეობით აქ არის მუზეუმი. ძველი ქალაქის ცენტრში თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ,,რაინექ გლოუნი’’-ს და დატკბეთ მოკირწყლულ ქუჩებში სეირნობით. ასევე დიდ ინტერესს იწვევს რეგიონი ,,ჰებრიუ’’ რომელიც ცნობილია სინაგოგების სიმრავლით.

აღსანიშნავია რომ ტურის ორგანიზებისას გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი და ნიუანსი. კერძოდ, ნაცვლად იმისა რომ დახარჯოთ დამატებითი თანხა ტაქსით მოგზაურობისას, ან დაკარგოთ უამრავი დრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინისას, ყოველთვის უკეთესია წინასწარ დაჯავშნა და შემდეგ ავტომობილის დაქირავება კრაკოვის აეროპორტში. ამ მომსახურების უამრავ სარგებელს შორის აღსანიშნავია ამოუწურავი შესაძლებლობების განხორციელება მოგზაურობის განმავლობაში.

კრაკოვის აეროპორტში ავტომობილის დაქირავებით თქვენ შექმნით საკუთარ საოცნებო მოგზაურობას საუკეთესო ფასად ნანიკოსგან!

თქვენი სურვილის შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომობილი კომპანიის ფართო შეთავაზებიდან. თუ თქვენ ეძებთ კომპაქტურ მანქანას ქალაქში გადაადგილებისთვის, ქუჩებში ადვილად მანევრირებისთვის ან ელეგანტურ სედანს, მდიდრულ მანქანას განსაკუთრებული ან საქმიანი შეხვედრებისთვის, თუნდაც კომფორტულ საოჯახო ტიპის მანქანას, ჩვენთან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო და მისაღებ ფასებს, რომელიც მოიცავს დაზღვევის, საგზაო დახმარების და სხვა ხარჯებს, ამასთანავე თქვენ სარგებლობთ შეუზღუდავი კილომეტრაჟით.

თქვენ ვერ აღმოაჩენთ ფარულ ფასებსა და გადასახადებს. ყველა დამატებით მომსახურებას აქვს განსხვავებული ფასები, რომელიც ყოველთვის გარკვევით არის აღნიშნული.

მომხმარებელთა მომსახურების სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, ჩვენი პროფესიონალი და კვალიფიციური ოპერატორები ყოველთვის მზად არიან მოგაწოდონ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია.

ყველა გზა გახსნილი თქვენი სასიამოვნო მოგზაურობისთვის რის შესაძლებლობას გაძლევთ კრაკოვის აეროპორტში მდებარე მანქანების დაქირავების სერვისი კომპანიისგან ნანიკო!

კრაკოვის საერთაშორისო აეროპორტი ასევე იწოდება ჯონ პოლის საპატივსაცემოდ, რომელიც აქ ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში. აეროპორტი მდებარეობს ბელისში, 11 კილომეტრის დაშორებით კრაკოვიდან. ეს იყო ყოფილი სამხედრო აეროდრომ, რომელიც 1964 წლიდან ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ფრენებისთვის. მგზავრთა საერთო გადაადგილების მონაცემების მიხედვით, კრაკოვის აეროპორტი დატვირთვის დონით მეორე ადგილზეა პოლონეთში. აეროპორტში ფუნქციონირებს ორი ტერმინალი. ორივე მათგანი უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სპექტრს მგზავრებისთვის.