contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის დაქირავება ასტანა,ყაზახეთი: მანქანების გაქირავება ასტანაში – ნანიკო

car rental yerevan

ასტანა არის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედაქალაქი.
ყაზახეთის უდიდესი ეკონომიკური და ბიზნეს-ცენტრი.
ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენები აქ ხდება. ასტანას იუნესკოს მიერ მინიჭებული აქვს ”მსოფლიო ქალაქის” სახელი. თანამედროვე ქალაქი ასახავს თანადროვე ყაზახეთს.

ასტანა ავტომობილის დაქირავება - naniko car hire

ჩამომსვლელთა ურიცხვ ნაკადს აუცილებლად დაჭირდება მანქანა ქალაქში გადაადგილებისთვის. ამისათვის ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ ჩვენი კომპანიის ფილიალი ასტანაში.
მანქანა ჩვენს დროში არ ითვლება ფუფუნებად, ის ხშირად აუცილებელია. იმისათვის, რომ სხვა ქალაქში ჩასვლისას არ შეგექმნათ პრობლემა, აუცილებელია წინასწარ დაგეგმოთ. თუ თქვენ დააპირებთ მანქანის  დაქირავებას ასტანაში, თქვენ წინასწარ უნდა დაჯავშნოთ იგი, ამისთვის კი საჭიროა აწყობილი სისტემა, საკუთარი ინტერნეტ-გვერდი, გამოცდილება ბაზარზე, მომხმარებლის ნდობა. სწორედ მძიმე სიტუაციებში დაგეხმარებათ მანქანის დაჯავშნა ასტანაში. და ამიტომ ჩვენ მალე ვიქნებით ასტანაში!
ჩვენი კომპანია დღითიდღე სულ უფრო ვითარდება.
ჩვენი სურვილები და მოთხოვნები იზრდება, ჩვენი ასორტიმენტი ფართოვდება და ჩვენი მომსახურების სფეროც უმჯობესდება. ჩვენ მომავალში ვაპირებთ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე.
როგორი უნდა იყოს კლიენტი ჩვენი აზრით? – ჩვენი კომპანია მოემსახურება სხვადასხვა მოთხოვნილებების და ინტერესების მქონე კლიენტებს.
ჩვენ შევეცდებით ყველა მსურველს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული  გარემო მინიმალური დანახარჯებით. სხვადასხვა ასორტიმენტის მანქანა, დაქირავების სხვადასხვა პირობები, ინტერნეტით დაჯავშნის შესაძლებლობა და ამასთანავე იქნებით დარწმუნებული, რომ ჯავშანი 100 %-ით შესრულდება.
ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური განვითარების და ინტერნეტის სამყაროში.
ადამიანებს მათი საშუალებით შეუძლიათ დაზოგონ დრო და ფული.
ჩვენ ვაპირებთ შევთავაზოთ ჩვენს მომავალ კლიენტებს ისეთი მომსახურება, როგორიცაა ასტანის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანსფერი, მძღოლის მომსახურება და კიდევ ბევრი სხვა რამ თქვენი კომფორტისთვის. ბონუსები გათვალისწინებული იქნება მუდმივი კლიენტებისთვის და მათთვის, ვინც დააპირებს მანქანის დაჯავშნას ხანგრძლივი დროით.
მალე ჩვენ ვიქნებით ასტანაში!