contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ბიშკეკში

ბიშკეკი, დედაქალაქია ქვეყნისა, რომელსაც “ცენტრალური აზიის შვეიცარიას” ეძახიან.

ქალაქი მდებარეობს ჩუის ხეობაში, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

ერთი შეხედვით ეს ლამაზი ქალაქი ევროპას მოგვაგონებს, თავისი მდიდრული სასტუმროებით, მაღაზიებით, ლამაზი ქუჩებით, ბანკებით, რესტორნებით, მაგრამ საერთო ჯამში ქალაქში აზიური ცხოვრების წესი სუფევს.

ბიშკეკი მანქანების გაქირავება

ბიშკეკში ჩამოსულ სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბენ ყირგიზეთის ქედის მშვენებით, მდინარეების: ალამედინის და ალა-არჩას სილამაზით, დააგემოვნონ ნაციონალური კერძები, დაათვალიერონ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, გაისეირნონ ქალაქის მწვანე ქუჩებში.

დღეისათვის ყირგიზეთში ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან ტურისტები და მოგზაურობას ბევრი, სწორედ ქვეყნის დედაქალაქიდან იწყებს.

ბიშკეკში ბევრი ჩამოსული სტუმარი ქირაობს მანქანას, რადგან ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით მგზავრობაზე უარს ამბობენ.

კომპანია ნანიკო-ს უკვე აქვს თავის წარმომადგენლობა ბიშკეკში.

კომპანიას ავტოპარკში ეყოლება სხვადასხვა კლასის და წარმოების მანქანები.

ჩვენს მომხმარებელს საშუალება ექნებათ წინასწარ დაჯავშნონ მანქანები.

ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე თქვენ დაგხვდებათ ჩვენი მძღოლი და გადმოგცემთ მანქანას.

ავტომანქანის დაჯავშნა შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში ან ტელეფონის საშუალებით, საკმაოდ მოკლე დროში და ამისათვის საჭირო იქნება მხოლოდ პასპორტისა და მართვის მოწმოს ასლები.

“ნანიკო” თქვენი კომფორტისათვის აღჭურვავს მანქანას დამატებითი აქსესუარებით:

GPS ნავიგატორი;

სავარძლები ბავშვებისთვის;

სავარძლები ჩვილი ბავშვებისთვის;

საბარგული;

ველოსიპედის საჭერი;

ავტომანქანის დაქირავება “ნანიკოსაგან” მომგებიანი იქნება რადგან:

დაქირავების ფასში შევა დღგ და დაზღვევა;

მანქანის დაქირავება მძღოლით ან მძღოლის გარეშე;

მომსახურეობა არასამუშაო საათებშიც კი;

სხვადასხვა ბრენდების მანქანები;

მანქანის დაბრუნება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;

კვალიფიცირებული თანამშრომლები;

ავტომობილის დაქირავება ბიშკეკში ნანიკოსაგან ეს არის საუკეთესო გზა თავიდან აიცილოთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას უცხო ქვეყანაში ჩამოსვლის დროს.

ჩვენი თანამშრომლები არასოდეს დაგტოვებენ ყურადღების გარეშე.

დაიქირავეთ ავტომანქანა ძალიან მალე ნანიკოსაგან, საკმაოდ დაბალ ფასში და ისიამოვნეთ კომფორტული მგზავრობით ბიშკეკში და მის ფარგლებს გარეთ.