contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება ყირგიზეთში

ყირგიზეთი ცენტრალურ აზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ესაზღვრება: ტაჯიკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უზბეკეთი. ქვეყნის დედაქალაქია – ბიშკეკი.
ყირგიზეთის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი დაფარულია მაღალი მთებით.

მანქანის გაქირავება ყირგიზეთში

ის მდებარეობს პამირის მთათა სისტემის ჩრდილოეთ ნაწილში და ტიან-შანის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში.
ქვეყნის ჩრდილოეთ აღმოსავლეთით მდებარეობს ისიკ-კულის ტბა, ზღვის დონიდან  1609 მ სიმაღლეზე. ეს ტბა მსოფლიოში მეხუთეა წყლის მოცულობის მიხედვით, ხოლო  სიღრმის მიხედვით მეექვსე.  ისიკ-კულის ტბა  ყირგიზეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილია, თავისი სილამაზით და სანაპიროთი ის ზღვასაც კი არ ჩამოუვარდება .  ქვიშიანი პლაჟები და სანატორიუმები, დათოვლილი მაღალი მთები, თვალწარმტაცი პეიზაჟები ყოველწლიურად  იზიდავს მრავალ ტურისტს.
ქვეყანაში ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება, ამიტომ ბიზნესის წარმოება აქ საკმაოდ მომგებიანი ხდება.
დაუვიწყარი დასვენების დღეების გასატარებლად და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ყირგიზეთს უამრავი ადამიანი სტუმრობს. მოთხოვნა ტრანსპორტზე ყოველთვის დიდია, ამიტომ ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა ქვეყნის დიდ ქალაქებში ოფისების გახსნა.
"ნანიკო" მომხმარებელს შესთავაზებს  დახვეწილ, კომფორტულ  ავტომანქანებს.
ჩვენ გვექნება საუკეთესო სერვისი, მას გამოიყენებენ, როგორც ბიზნესმენები, ასევე მოგზაურობისათვის ჩამოსული ადამიანები.
ჩვენთან მომხმარებელი დაიქირავებს ავტომობილებს სწრაფად და მარტივად, ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით,  ხელმისაწვდომ ფასად.
„ნანიკო“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • მანქანის დაქირავების ფასი შეიცავს დღგ-ს და დაზღვევას;
  • შეუზღუდავი გარბენი;
  • დამატებითი აქსესუარები;
  • მანქანის მიწოდება კლიენტისათვის ქვეყნის ნებისმიერ წერთილში, ნებისმიერ დროს;
  • კვალიფიცირებული პერსონალი;
  • მანქანის დაქირავება გამოცდილი მძღოლით ან მძღოლის გარეშე;
  • სხვადასხვა იწარმოებისა და კლასის მანქანები;
  • მანქანის დაჯავშნა ონლაინ რეჟიმში;

მანქანების აქირავება ყირგიზეთში ბოლო წლებში  ძალიან პოპულარული გახდა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამ მომსახურეობით.
აირჩიეთ ჩვენი კომპანია და  დაგეგმეთ მასთან ერთად თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობა, ამ საოცრად ლამაზ ქვეყანაში.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »