contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება ლას ვეგასში – Naniko-საგან.

ლას-ვეგასი მდებარეობს ტბა მიდიდან ჩრდილო დასავლეთით, ის არის ნევადის შტატის ცენტრი და ასევე წარმოადგენს მსოფლიო აზარტული თამაშებისა და გართობა-ტრანსგრესიის დედაქალაქს.

ლას-ვეგასიდან ლოს-ანჟელესში ადვილია მოხვედრა. იქირავეთ მანქანა და გაემგზავრებით ლოს-ანჟელესში, თქვენ დაახლოებით ოთხი საათი დაგჭირდებათ.

Naniko გთავაზობთ ლას-ვეგასში მანქანების ქირაობას დაბალი ფასებით და ხელსაყრელი პირობებით.

ყველა ჩვენი კლიენტისათვის ფუნქციონირებს უფასო მხარდაჭერა – კვირაში შვიდი დღე, დაჯავშნის მომენტიდან მანქანის უკან ჩაბარებამდე. თუ თქვენ გინდათ ლას-ვეგასში დასვენება გექცეთ ნამდვილ თავგადასავლად, ჩვენ შეგირჩევთ თქვენი ოცნების ავტომობილს!

მიუხედავად იმისა რომ ლას-ვეგასში მოძრაობა ძალიან ინტენსიურია, განსაკუთრებით პიკის საათებში და დასვენების დღეებში, ავტომობილი მაინც რჩება საუკეთესო საშუალებათ, რომ დატკბეთ ქალაქის შემოგარენით და დააკვირდეთ ისეთ ბუნებრივ სასწაულს როგორიც არის

Red Rock კანიონი.

ლას-ვეგასში ნაქირავები მანქანის საჭესთან, გთხოვთ დაიცვათ მოძრაობის წესები და Naniko-ს რჩევები.

  • ყოველთვის თან იქონიეთ საერთაშორისო მართვის მოწმობა.
  • უსაფრთხოების ღვედები აუცილებელია როგორც მძღოლისთვის ასევე მგზავრისთვის.
  • 8 წლამდე ბავშვები მგზავრობისას ვერ ისარგებლებენ წინა სავრძლით, ისინი სარგებლობენ მხოლოდ უკანა სავარძლით, რომელიც ასევე აღჭურვილია საბავშვო აღჭურვილობით.
  • საჭესთან ალკოჰოლის მიღების შემთხვევები ისჯება უმკაცრესად, რასაც შეიძლება მოყვეს ძალიან დიდი გართულებები.

ლას-ვეგასი არ განიცდის პარკირების ტერიტორიების ნაკლებობას და შესაბამისად ავტომობილის პარკირება არ წარმოადგენს პრობლემას. ხშირად კაზინოები სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს უფასო პარკირებას და ასევე ქალაქის ზოგიერთ რაიონებშიც არის მუნიცეპალური უფასო სადგომები.

Boulevard რომელიც ცნობილია როგორც Strip ქალაქს ყოფს ორად წარმოგვიდგება როგორც რეალური ბაბილონი, თავისი უამრავი კაზინოებით, სადაც შეიძლება თქვენ გელოდებათ უდიდესი წარმატება ან დაესწროთ უამრავ კონცერტებს, რომლებიც გადის მთელი ქალაქის მასშტაბით.

გასართობი მექა ასევე ფართოდ ცნობილია თავისი საქორწილო უცნაურობებით: თქვენ უსწრაფესად შეგიძლიათ გააფორმოთ როგორც ქორწინება ასევე განქორწინება.

ლას-ვეგასი პრაქტიკულად გადავსებულია ასეთი „სამლოცველოებით“, სადაც თქვენ შეძლებთ დაქორწინდეთ ელვის პრესლის ამპლუაშიც კი.

ქალაქში ნახევარ მილონამდე მოსახლეა, მაგრამ გარეუბნებიანად მოსახლეობა იზრდება ორ მილიონამდე.

აშკარაა რომ ლას-ვეგასის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმის ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ასევე აღსანიშნავია მრავალ რიცხოვანი კონფერენციები და საქმიანი შეხვედრები.

არსებობს სასტუმროების უზარმაზარი სპექტრი, რომლებიც დასვენების დღეებში გადატვირთულია და ფასებიც შესაბამისად მაღალია. აქვე შესაძლებელია სპეციალური შეთავაზებები სადაც შესაძლებელია როგრც კვების ასევე შოუს გათვალისწინება.