contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ლიტვაში

ლიტვა ევროპაში ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ეს ქვეყანა ესაზღვრება ლატვიას, ბელორუსიას, პოლონეთს, რუსეთს.
ლიტვა გაეროს, ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.
მისი უდიდესი ქალაქებია: ვილნიუსი, კაუნასი, კლაიპედა, შიაულიაი, პანევეჟისი.
ქვეყნის დედაქალაქია, ვილნიუსი. სახელმწიფოს საერთო ტერიტორიის ფართობია 65 300 კმ 2
ლიტვა ზღვისპირა ქვეყანაა, განთქმულია ლამაზი ქვიშიანი პლაჟებით.
ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია: ტყეებს, მდელოებს.
მდიდარია ასევე ტბებით  და მდინარეებით. ქვეყნის ლანდშაფტი მრავალფეროვანია, რამაც დიდი მნიშვნელობა იქონია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე.
ლიტვის ძირითადი ტურისტული ადგილებია: ვილნიუსი, რომელიც მდიდარია ღირსშესანიშნავი ადგილებით, ასევე ქვეყნის ძველი დედაქალაქი, საოცარი კაუნასი, ზღვისპირა კლაიპედა, პალანგა თავისი დაუვიწყარი პლაჟებით.
ლიტვა ეს არის ერთ ერთი უძველესი კულტურული ცენტრი აღმოსავლეთ ევროპაში.
ამ ქვეყანაში ჩამოდიან ადამიანები, რათა დაისვენონ, ისწავლონ, დაათვალიერონ საინტერესო ადგილები, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საქმიან შეხვედრებში.
უმრავლეს შემთხვევაში ჩამოსულებს სჭირდებათ ავტომანქანა.
ასეთ შემთხვევაში მანქანის დაქირავება ძალიან მოსახერხებელია.
მანქანის გაქირავება ლიტვაში საკმაოდ  პოპულარულია და ეს სერვისი საკმაოდ მოთხოვნადი ხდება დღითი-დღე.
არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც ამ კუთხით მუშაობს, მაგრამ ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენი -კომპანია “Naniko rent a car” რომელიც მალე შესთავაზებს საუკეთესო ავტომანქანებსა და მომსახურებას თავის მომხმარებელს.
ჩვენ შემოგთავაზებთ ეკონომ და ბიზნეს კლასის მანქანებს მძღოლის ან მძღოლის გარეშე.
ისინი დაზღვეულნი იქნებიან ქვეყნის საუკეთესო კომპანიების მიერ  და გაივლიან რეგულარულად ტექ.შემოწმებას.
თქვენი მოთხოვნით მანქანა აღჭურვილი იქნება დამატებითი აქსესუარებით.

კომპანია “Naniko rent a car” შემოგთავაზებთ ყველაზე მაგარ მანქანებს საკმაოდ დაბალ ფასში!


FIND ALL NANIKO LOCATIONS »