contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ლას-ვეგასის აეროპორტი მაკარანი, მანქანების გაქირავება Naniko-საგან.

მზად ხართ ვარსკვლავური მოგზაურობისათვის იმ ქალაქში რომელსაც არასოდეს არ ძინავს? რა თქმა უნდა მოგზაურობა არ შემოიფარგლება ღირსშესანიშნეობათა სიის ჩამოწერით და მათი დათვალიერებით, ასევე უპირველესია კომფორტის მოწყობა საკუთარი თავისათვის და ამ შემთხვევაში კომფორტული ავტომობილის ქირაობას უკავია ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია. მანქანების გაქირავების საუკეთესო შემოთავაზებებს ლასვეგასის აეროპორტში – თქვენ იპოვით naniko.com-ზე.

სწორედ აქ მიაგნებთ მანქანების საერთაშორისო ბრენდებს, ყველაზე საუკეთესო ეკონომიური გარანტიებით. თუ თქვენ აპირებთ ჯგუფურ დასვენებას მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მანქანის სანაცვლოდ შემოგთავაზოთ მრავალ ადგილიანი, უაღრესად კომფორტული მინივენები, სადაც არც ბარგის რაოდენობის შეზღუდვა მოგიხდებათ.

თუ გადაავლებთ თვალს ჩვენს ავტო პარკს – იქ ნახავთ როგორც ავტომატურ ასევე მექნიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე სხვადასხვა მანქანებს.

ლას-ვეგასში მანქანის ტარება არ არის რთული, მაგრამ ასევე საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ტარების სტილზე ყურადღების მაქსიმალურად მობილიზება, როგორც წესი ისინი მანქანებს ატარებენ ძალიან სწრაფად. ჩვენ გირჩევთ მაქსიმალურად დაიცვათ მოძრაობის წესები, რადგან ლას-ვეგასში კონტროლი არის საკმაოდ მკაცრი.

ლას-ვეგასიდან 8 კმ-ში მდებარე აეროპორტი მაკარანი წარმოადგენს თანამედროვე კომპლექსს. ის შედის აშშ-ს ყველაზე გადატვირთულ აეროპორტების ათეულში, სადაც მგზავრ-გამტარობა შეადგენს წელიწადში 30 მილიონ მგზავრს. აქ ძირითადად ხორციელდება რეისები ჩრდილოეთ ამერიკაში და არის რამდენიმე საკონტინეტშორისო რეისიც. აეროპორტს სახელი ეწოდა ადგილობრივი პოლიტიკოსის პატივსაცემად.

აეროპორტი შედგება ორი ტერმინალისაგან, რომლებიც ერთმანეთს ავტობუსებით უკავშირედებიან, ავტობუსებითვე არის კავშირი რკინიგზის ვაგზალთან და ასევე ძალიან მოსახერხებელია აეროპორტში მანქანთ მოსვლაც.

აქ არის მაღაზიების და რესტორნების კარგი არჩევანი, წარმოდგენილია მრავალფეროვანი ბიზნეს მომსახურეობანი, მათ შორის Wi-Fi და უფასო კომპიუტერული წერტილები. მსურველთათვის არის VIP დარბაზი, ექსპრეს-რეგისტრაცია, АТМ და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ასევე აქვეა რამდენიმე მუზეუმი: მათ შორის საავიაციო და ხელოვნების მუზეუმები.

აეროპორტ მაკარანში, Naniko-საგან ნაქირავები მანქანით რა შეგვიძლია ვნახოთ ლას-ვეგასში?

დავიწყოთ იმით რომ ლას-ვეგასი ეს არის თავისებური სათამაშო მოედანი აშშ-ში.

ბელაჯიოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჰიდრო-შოუ, სადაც წყალი 24 საათის განმავლობაში პირდაპირ მიწიდან ამოდის და ქმნის დაუჯერებელ სანახაობას.

ცირკი Du Soleil არის ძალიან ძვირი მაგრამ არ შეიძლება ამ შანსის გაშვება, რადგან ეს ცირკი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ცირკი. ასევე შეუძლებელია გაუშვათ Shark Reef აკვარეუმის ნახვის შანსი, სადაც თქვენ მოხვდებით ზვიგენებს შორის, როლებიც გადადგილდებიან ამ უდიდეს აკვარიუმში.