contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების გაქირავება ორლანდოში Naniko-საგან

ქალაქი ორლანდო ფლორიდის შტატში მდებარეობს. სწორედ, ამ ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი Walt Disney World და სხვა თემატური პარკები: Sea World, Universal Studios და Gatorland. ქალაქი უსაყვარლესი ადგილია შოპინგის მოყვარულთათვის.  ორლანდოს გარს აკრავს ბევრი ტბა.

ჩვენს საიტზე თქვენ მიიღებთ სრულ ინფორმაციას სერვისის შესახებ – ავტომანქანების დაქირავება ორლანდოში. თქვენ შეძლებთ გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით და სხვა სახის ტრანსპორტზე ზრუნვა აღარ მოგიწევთ.

ხელსაყრელი მანქანების დაქირავება Naniko-საგან – გარანტია სრულფასოვანი და ინტენსიური დასვენებისა ორლანდოში

ეს მეტად პრაქტიკული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს თქვენს მოგზაურობას იმ ადგილებში, რომლებიც ქალაქიდან მოშორებითაა განლაგებული.

  • უმრავლეს შეთხვევაში, დაშვებული ასაკი მანქანის დაქირავებისათვის – 21 წელი
  • ჩვენ გთავაზობთ ავტომობილს, მისი აყვანის პერიოდისათვის სავსე ავზით და ასეთივე მდგომარეობაში უნდა დააბრუნოთ თქვენ ის.
  • იმისათვის, რომ დაიქირავოთ მანქანა საჭიროა გქონდეთ მანქანის მართვის მოწმობა, სულ მცირე ერთი წლის სტაჟით

ქალაქი ორლანდო განლაგებულია ფლორიდის ცენტრალურ ნაწილში, რამდენიმე წუთის სავალზე აღმოსავლეთ სანაპირომდე. ეს არის ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილი ოჯახური დასვენებისათვის, ასევე საყვარელი ადგილია პენსიონერებისათვის და გოლფის თამაშის მოყვარულთათვისაც. ორლანდო მდიდარია გასართობი პარკებით, ულამაზესი პლიაჟებით და ახლომდებარე ტბებით.

არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით, აქ ყოველი თქვენგანი იპოვის რაღაც ექსტრაორდინალურს გასართობად.

ავტომობილების დაქირავება ორლანდოში Naniko-საგან – საშუალებას მოგცემთ გაემგზავროთ ორლანდოს ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ თავისუფალი შემდეგ ადგილებში: Walt Disney World, Discovery Cove,  ორლანდოს ხელოვნების მუზეუმი, შექსპირის სახელობის თეატრი და სხვა.

ორლანდოში არსებული 170 გოლფის მოედნიდან თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მოედანი. აქ არის, ასევე 20 გოლფის მოედანი დამწყებთათვის, სადაც გაკვეთილებს აძლევენ  PGA -ის პროფესიონალები. მანქანა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ დაათვალიეროთ რამდენიმე გოლფის მოედანი  და აირჩიოთ მათ შორის საუკეთესო.

ორლანდოში არის რბილი კლიმატი, რომელიც ხანდახან არის ნოტიო, ასეთ დროს მას თან სდევს წვიმა.

ქალაქში  215 000 ადამიანი ცხოვრობს. ისევე როგორც სხვა ფლორიდის შტატების ქალაქებში, ორლანდოშიც მოსახლეობის უმრავლესობა არის ლათინოამერიკელი ან ესპანურ ენოვანი. განსაკუთრებით ბევრია პუერტო რიკოელი.

ტურიზმი ორლანდოს შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ყოველ წლიურად ქალაქს სტუმრობს 50 მილიონზე მეტი ტურისტი.