contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილების დაქირავება ფენიქსში კომპანია Naniko-საგან საუკეთესო ფასად

თუ არიზონაში მოგზაურობას აპირებთ, ნამდვილად არ დაგჭირდებათ ბევრი არგუმენტი ავტომანქანის დაქირავების უპირატესობის დასამტკიცებლად, ამით თქვენ უბრალოდ მოხერხებულად გადაადგილდებით სხვადასხვა ამერიკულ მარშრუტებზე.

ავტომობილების დაქირავება ფენიქსში – თან იქონიეთ მხოლოდ კომპაქტდისკები და ასევე მოგზაურობის სურვილი და ნუ იფიქრებთ მოგზაურობით გამოწვეულ შესაძლო იმედგაცრუებაზე და დაღლილობაზე.

ავტომობილების გაქირავება ფენიქსში – დაგეგმე შენი მოგზაურობა ჩვენთან  ერთად!

მანქანის დაქირავება ფენიქსში – კომპანია Naniko-საგან შეგიძლიათ განახორციელოთ ადგილზე ქ. ფენიქსში ან წინასწარ Naniko.com-ის ონლაინ დაჯავშნის სისტემის მეშვეობით, ეს უკანასკნელი გაცილებით პრაქტიკული და იაფი იქნება თქვენთვის.

გადახედეთ თქვენთვის საჭირო დამატებითი აქსესუარების ჩამონათვალს და არ დაგავიწყდეთ მათი დაჯავშნა წინასწარ, რათა შეიქმნათ თქვენთვის სასურველი სრული კომფორტი.

სპეციალური აღჭურვილობის შეკვეთა სასურველია მოხდეს არაუგვიანეს 48 საათით ადრე დაქირავებამდე. ასეთ შემთხვევაში ჩვენი გუნდი შეძლებს ჯავშნის დადასტურების პროცესში მოგიმზადოთ თქვენთვის სასურველი აღჭურვილობა.

ეს აუცილებელი აქსესუარები გახდის მოგზაურობას უფრო სასურველს თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის.

  • ზამთრის აქსესუარები თხილამურების მოყვარულთათვის: თხილამურების დამჭერები, ჯაჭვები და საბარგო კალათა.
  • მანქანის სავარძელი ბავშვებისათვის, რათა უზრუნველვყოთ თქვენი და თქვენი პატარას სიმშვიდე და უსაფრთხოება.

აირჩიეთ თქვენი ბავშვისთვის შესაფერი სავარძელი

  • 12 თვემდე ასაკის ჩვილისთვის – 0-18 კგ
  • 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – 9-18 კგ
  • 6 წლიდან ზემოთ – 15-36 კგ

არიზონას შტატის დედაქალაქი ფენიქსი განთავსებულია სონორის უდაბნოს ცენტრალურ ნაწილში. ჩნდება კითხვა: რატომ იყო საჭირო ამ უდაბნოში ქალაქის აშენება? და პასუხი გასაოცარია – სოფლის მეურნეობის განვითარების გამო!

პრეისტორიული ინდიელების მიერ სოლტ-რივერიდან მდ. გილამდე გაყვანილი კილომეტრობით სიგრძის მქონე არხები გამოიყენებოდა აქაური ტერიტორიების მოსარწყავად. აქ მოაშენეს სხვადასხვა კულტურები, მაგალითად სიმინდი, ლობიო და გოგრა. თეთრკანიანმა ემიგრანტებმა აქ 19-ე საუკუნეში აღმოაჩინეს მათი კულტურის ნაშთები და გადაწყვიტეს აღედგინათ ქალაქი. აქედან არის ასევე სახელი ფენიქსი – ფერფლიდან აღდგენილი. ფენიქსსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე შეგიძლიათ კვლავ იხილოთ ინდიელების კულტურის ნაშთები.

არ იფიქროთ, რომ ეს უდაბნოს ტიპიური ქალაქია. ფენიქსი ამერიკის თანამედროვე ქალაქია და ამავდროულად ის არის ერთერთი საუკეთესო კურორტი ამერიკაში საუკეთესო რესტორნებით, საინტერესო მუზეუმებით, ასობით გოლფის სათამაშო მოედნით და მრავალი სხვა სანახაობით.

გარდა ამისა მანქანის დაქირავება კომპანია Naniko-ში საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ უამრავი ტური ფენიქსის მიმდებარე მთებსა და უდაბნოში

თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ფენიქსის ხელოვნების მუზეუმს, რომელიც მდიდარია ფერწერის საინტერესო კოლექციით, ჰერდ-მუზეუმს, რომელიც მიძღვნილია ინდიელთა ისტორიის, კულტურის და ხელოვნებისადმი, უდაბნოს ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმოდგენილია უდაბნოს ლანდშაფტისათვის დამახასიათებელი მცენარეები, როგორიცაა საგუარო და არიზონას კაქტუსი.

ქალაქში არის ფენიქსის ზოოპარკი და პაპაგოს პარკი, რომელიც მსურველებს სთავაზობს სარბენ და ცხენოსნობისათვის განკუთვნილ ბილიკებს, ასევე საველოსიპედე ზოლებს.

ქალაქში ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ფლეიმის მუზეუმს, რომელიც წარმოგიდგენთ სახანძრო მომსახურების ისტორიას, არიზონას უნივერსიტეტს, სამეცნიერო ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მუზეუმი 350 ინტერაქტიული ექსპონატით.