contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ვარშავაში

ვარშავა, ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის დედაქალაქია.
გასაოცარი არქიტექტურული სტილი განსაკურებით შთამბეჭდავს ხდის ქალაქს. მის ძველ უბნებში შესაძლებელია დატკბე ულამაზესი სამეფო სასახლეებით, მოედნებით პარკებით, ხოლო შედარებით ახალ უბნებში უდიდესი ცათამბჯენები, თანამედროვე შენობები, მსოფლიოში განთქმული ბრენდების სასტუმროები ამშვენებენ ქალაქს.
ვარშავა ქვეყნის დედაქალაქია, ამიტომ მისი როლი დიდია პოლონეთის კულტურული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

მანქანის დაქირავება ვარშავაში

ამ საოცრად ლამაზ და დიდი მნიშვნელობის მქონე ქალაქში “ნანიკო” გეგმავს თავისი წარმომადგენლობის გახსნას. ქალაქი დიდია, ხოლო მისი ქუჩები მუდამ გადაჭედილია ხალხით, ტრანსპორტზე მოთხოვნაც უზომოდ დიდია. მანქანის დაქირავება ვარშავაში პოპულარულია უკვე დიდი ხანია.
ვარშავაში მანქანების გაქირავების საკმაოდ ბევრი კომპანიაა. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ, მითუმეტეს, რომ ჩვენი კომპანიის სერვისი მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
“ნანიკო” შემოგთავაზებთ სხვადასხვა კლასისა და წარმოების მანქანებს.
თქვენ გექნებათ საშუალება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნოთ და დაიქირავოთ ავტომანქანა და აიყვანოთ და დააბრუნოთ ქალაქის ნებისმერ წერტილში.
დამატებითი აქსესუარები:
სავარძლები ბავშვებისათვის
ველოსიპედის საჭერები
GPS ნავიგატორი
თუ არჩევანს შეაჩერებთ ჩვენს კომპანიაზე, თქვენ დაზოგავთ ზედმეტ დანახარჯებს და ამასთანავე უზრუნველყოფთ კომფორტულ მგზავრობას ვარშავას ულამაზეს ქუჩებში.