contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ბუქარესტში

ბუქარესტი – „სიხარულის ქალაქი“, ასეთი სახელწოდებით არის ცნობილი ეს ქალაქი. მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ის მეექვსეა ევროსაბჭოს ქალაქებს შორის.
ამ ქალაქში სტუმრობა, მისი შესანიშნავი ადგილების დათვალიერება, მისი კულტურის და არქიტექტურის გაცნობა, არა ერთი ადამიანის სურვილს წარმოადგენს.
ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სტავროპოლის ეკლესია, რომელიც აშენებულია 1724 წელს. უნიკალური შედევრია ბიზანტიური და ბაროკოს გასაოცარი შერწყმისა.
ბუქარესტი ცნობილია სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზებით. განსაკუთრებით ბევრი ფესტივალი იმართება ზაფხულის პერიოდში. ნაციონალური თეატრი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო საოპერო ფესტივალს.

Naniko Car Rental in Bucharest

ქალაქის კულტურა აღმავლობის სტადიაშია. ქალაქში მდებარეობს ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც არის საქვეყნოდ ცნობილი, ის მდებარეობს სამეფო სასახლეში და მოიცავს შუასაუკუნეების და თანამედროვე ხელოვნების უნიკალურ ექსპონატებს.
ბუქარესტი ქვეყნის სახვითი ხელოვნების მთავარი კერაა. სხვადასხვა ჟანრის თეატრები მრავლადაა მთელი ქალაქის ტერიტორიაზე, ყველაზე ცნობილი მათ შორის: რუმინეთის ნაციონალური თეატრი და ებრაული სახელმწიფო თეატრი.
რაც შეეხება ქალაქის არქიტექტურას, ის მრავალფეროვანია, შენობები ეკუთვნის სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს და ზოგი მათგანი მე-19, მე-20 საუკუნითაც თარიღდება.
აი ასეთ საინტერესო ქალაქში აპირებს ჩვენი კომპანია მანქანების გაქირავების ოფისის გახსნას. ეს სერვისი ბუქარესტში საკმაოდ მოთხოვნადია.
ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ სხვდასხვა კლასისა და წარმოების მანქანების ფართო არჩევანს. გარდა ამისა:

დამატებითი აქსესუარები

ულიმიტო კილომეტრაჯი

24 საათიანი მომსახურეობა

მძღოლის მომსახურეობა

კვალიფიცირებული პერსონალი

გამოიყენე ყველაზე სანდო და მომგებიანი ავტო დაქირავება ჩვენი კომპანიისაგან!