contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება რუსეთში

ჩვენ ვაპირებთ კომპანიის ფილიალების გახსნას მთელს რუსეთში.
ეს არის ყველაზე დიდი ქვეყანა მთელს მსოფლიოში.
ის მოიცავს დიდი რაოდენობით ქალაქებს, ღირშესანიშნაობებს, ბიზნეს ცენტრებს.
ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის ამ ქვეყანაში, ბევრი მათგანი საქმიანი ვიზიტით და ბევრიც, თუნდაც, იმიტომ რომ დაისვენოს.

რუსეთი,მანქანის გაქირავება  - naniko rent a car

იმისათვის, რომ გადაადგილდე ასეთ დიდ ქვეყანაში, აუცილებელია გყავდეს სატრანსპორტო საშუალება.
როდესაც თქვენ აპირებთ ქვეყანაში ჩამოსვლას გარკვეული პერიოდით, თქვენ არ გსურთ მომდევნო თვითმფრინავის ან მომდევნო მატარებელის ლოდინში გაატაროთ თქვენთვის ძვირფასი დრო. ასევე ნაკლებად სასურველია იყო ტაქსზე დამოკიდებული, ამ შემთხვევაში უმჯობესია იყო სრულიად დამოუკიდებელი. ჩვენი კომპანია მომავალში შეგიქმნით ყველაზე საუკეთესო პირობებს და დაგეხმარებათ გადაადგილებაში.
მანქანების დაქირავება რუსეთში – სწორედ ამ სერვისის შემოთავაზებას ვაპირებთ თქვენთვის. ეს სერვისი თქვენთვის მეტად მოსახერხებელი იქნება, დაზოგავთ თქვენთვის ძვირფას დროს.
სხვა ქვეყანაში ყოფნისას თქვენ შეძლებთ დაჯავშნოთ მანქანა ონლაინ რეჟიმში, ამისათვის ჩვენ შევქმნით საიტს, რომლის ანალოგს საქართველოსი მომხმარებელი შესანისნავად იყენებს. მოგეცემათ საშუალება სწრაფად და მარტივად დაჯავშნოთ მანქანა, მიიღოთ პასუხი შეკითხვებზე ონლაინ რეჯიმში ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე.
ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ჩვენს აქციებს, მანქანის დაქირავების პირობებს და იხილოთ ჩვენს ავტოპარკში არსებული ყველა მანქანა.
ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან მანქანის სწორად შერჩევაში, გამომდინარე იქიდან თუ რა სახის მოგზაურობას დაგეგმავთ.
ჩვენ გვექნება მანქანისათვის ყველა საჭირო აქსესუარი.
კომპანია “ნანიკოს” განზრახვაა – შექმნას კომპანიის ხარისხიანი პროდუქცია, ჰქონდეს ფართო ასორტიმენტი, ყველაზე ხელსაყრელი პირობები და ჰყავდეს პროფესიონალი კადრები. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისათვის რომ, თავი იგრძნოთ ისევე კომფორტულად, როგორც საკუთარ მანქანაში.
მანქანის დაქირავების ღირებულება იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენი დღით აიყვანთ თქვენ მას და არა განვლილ კილომეტრებზე.
შემოგთავაზეთ დამატებითი მძღოლის სერვისს და თუ მაგალითად ხანგრძლივი მოგზაურობის შემთხვევაში დაიღლებით, შესაძლებლობა იქნება სხვა დაჯდეს საჭესთან.
იმათთვის ვინც ხშირად გამოიყენებს ჩვენს მომსახურებას ჩვენ შევთავაზებთ ფასდაკლებებს. ფასდაკლებებით ისარგებლებენ ისინიც, ვინც დიდი ხნით დაიქირავებენ მანქანას.
ასე რომ,ძალიან მალე ჩვენ ვიქნებით რუსეთში.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »