contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის გაქირავება კომპანია Naniko-საგან საკრამენტოს საერთაშორისო აეროპორტში

კალიფორნიის დედაქალაქი საკრამენტო დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარების  საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ: აქ თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის სპორტით, ეწვიოთ აქაურ ისტორიულ ცენტრს ან უბრალოდ გაერთოთ აქაურ მრავალრიცხოვან ღამის კლუბებში.

ავტომანქანების გაქირავება საკრამენტოს აეროპორტში ყველაზე დაბალ ფასად!

ავტომობილების გაქირავება საკრამენტოს აეროპორტში – ისარგებლეთ კომპანია Naniko-ს მომსახურებით და დაჯავშნეთ აქ ავტომობილი, ამით თქვენი მოგზაურობა საკრამენტოს აეროპორტში ჩაფრენის მომენტიდანვე უფრო ეფექტური გახდება!

როგორ ხდება ეს ? – ძალიან მარტივად!

  • გადახედეთ ჩვენს საიტზე განთავსებულ შემოთავაზებათა მთელ სპექტრს!
  • აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მანქანა, იქნება ეს ეკონომიური კომპაქტური მანქანა, ჯიპი თუ მრავალ ფუნქციური ანდა კომფორტული სედანი!
  • მიუთითეთ თქვენთვის სასურველი დრო, მიიღეთ ჯავშნის დასტური და თქვენი მანქანა აეროპორტში დაგხვდებათ.

საკრამენტოში ძალიან მცირეა ისეთი საინტერესო ადგილები, რომლებიც მოგვითხრობენ კალიფორნიის ამ ქალაქის ისტორიას. აქ ყოველწლიურად ტარდება ფესტივალები, რომლებიც ეძღვნება იმ პერიოდს, როცა აქ დასახლდნენ ინდური ტომები, რომლებიც დღემდე ცხოვრობენ აქ როგორც ემიგრანტები.

ავტომობილის დაქირავება კომპანია Naniko-საგან გაძლევთ შესაძლებლობას საკრამენტოს აეროპორტიდანვე მიჰყვეთ წარსულის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ნაკვალევს, როგორიცაა მაგალითად ელკ გროვი.

მანქანების დაქირავება საკრამენტოს აეროპორტში – თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილება!

საკრამენტოს საერთაშორისო აეროპორტი კალიფორნიის შტატის დედაქალაქს ემსახურება. აქ სრულდება ფრენები შიდა მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ფრენები კანადისა და მექსიკის მიმართულებით.

აეროპორტი გაიხსნა 1967 წლის 21 ოქტომბერს. 2012 წლის მონაცემებით მისმა სამგზავრო მიმოსვლამ 8.910.000 – ს მიაღწია.

აეროპორტი ქალაქის ტერიტორიას უკავშირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსით, ტაქსით ან ლიმუზინის საშუალებით. კომპანია Yolobus-ის ავტობუსის ხაზები 42 და 42ბ ემსახურება აეროპორტიდან მგზავრთა ტრანსპორტირებას რეგიონის სხვადასხვა მიმართულებით. მგზავრობის ხანგრძლივობა საკრამენტოს ცენტრამდე 45 წუთია. უფრო მეტიც, ტრანსფერის სერვისი Super Shuttle 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აკავშირებს აეროპორტს როგორც ქალაქთან, ისე მეზობელ რეგიონებთან, როგორიცაა იოლო, ელდორადო, სან ჰოაკინი და სხვები. ასევე გასასვლელთან, ბარგის მიღების ტერიტორიიდან ახლოს არის უამრავი ტაქსი. მათი ღირებულება ცხადია დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიემგზავრებით აეროპორტიდან.

საკრამენტოს აეროპორტში უპრობლემოდ ისარგებლებთ ბანკომატით, უფასო Wi-Fi-ს სერვისით, აქვეა ფოსტის ოფისი და კომპანია Pelican-ის საზოგადოებრივი სარგებლობის ტელეფონები შიდა და საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად.

B ტერმინალის პირდაპირ განთავსებული Host Airport-ი გთავაზობთ ასევე საკონფერენციო დარბაზებს და საჭირო პირობებს საქმიანი შეხვედრებისათვის.

კვების ზონა აეროპორტში განთავსებულია B1 და B2 ტერმინალებს შორის. აქ არის წარმოდგენილი ჩინური რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და უამრავი კაფე, სადაც შეგიძლიათ უბრალოდ წაიხემსოთ.

აქვეა სასწრაფო დახმარების განყოფილებაც, რომელსაც 911 აკრეფით დაუკავშირდებით.

A ტერმინალში არის ასევე გასართობი ზონა ბავშვებისათვის, ხელოვნებისა და მუსიკის გალერეები, ასევე მასაჟის განყოფილება და ფეხსაცმელების წმენდის სერვისიც კი!