contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება სარაევოს აეროპორტში – დაიქირავეთ მანქანა კომპანია Naniko-სგან საუკეთესო პირობებით

ულამაზეს ხეობაში მდებარე, მთებით გარშემორტყმული სარაევო გამორჩეულია თვალწარმტაცი ბუნებით. ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქი, ასევე სახელმწიფოს უდიდესი ქალაქია და მისი მოსახლეობა ბოლო მონაცემებით 305 000-ს შეადგენს. უძველესი ქალაქი, რომელიც 1200-იან წლებში დაარსდა, მრავალი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის -იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა – გავლენის ქვეშ იყო საუკუნეების განმავლობაში.
თუმცა, ქალაქის სტრუქტურაში სჭარბობს მუსულმანური არქიტექტურის ელემენტები, აქ ასზე მეტი მეჩეთი და მრავალი ფერადი თურქული ბაზარია. პირველი და ყველაზე მთავარი მეჩეთი, რომელიც 1462 წელსაა აგებული, იმპერიულ მეჩეთადაა წოდებული.

სარაევოს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასევე ცნობილია ბუთმირის სახელწოდებით, ქალაქიდან 6 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სარაევოს აეროპორტში მანქანის დაქირავებით მომსახურეობით, რაც მოგცემთ სასურველი მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების უპირატესობას.

მიმართეთ კომპანია Naniko-ს მანქანის დაქირავების მომსახურეობას სარაევოს აეროპორტში და გადააქციეთ თქვენი მოგზაურობა დღესასწაულად

დაქირავების პერიოდის შეთანხმება ყოველთვის წინასწარ ხდება, განვსაზღვრავთ აყვანისა და დაბრუნების დღესა და საათს, თუმცა შესაძლოა თქვენი გეგმები შეიცვალოს და მანქანა მეტი დროით დაგჭირდეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვზრუნავთ თქვენი კომფორტისთვის და დაქირავების პერიოდის გახანგრძლივების მოქნილ პირობებს გთავაზობთ.

როგორც წესი, ჩვენ შეგვიძლია დაქირავებული მანქანის მიყვანა ნებისმიერ მითითებულ ადგილზე, რომელსაც დაჯავშნის დროს განვსაზღვრავთ.

ჩვენ არ გზღუდავთ გადაადგილებულ მიმართულებებში, დაქირავებული მანქანით შეგიძლიათ გადაკვეთოთ სახელმწიფო საზღვრები, რაც აუცილებლად წინასწარ თანხმდება ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო თუ საჭიროა მინდობილობის წარდგენა საზღვარის გადაკვეთისას, ჩვენი კომპანია დაგიმზადებთ აღნიშნულ საბუთს.

აგრეთვე, თუ მოხდა ისე, რომ წინასწარ დაჯავშნილი დაქირავების თარიღი შეიცვალა, ან სულაც აღარ გჭირდებათ მანქანა, ორი დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში გადასახადი არ მოითხოვება.

თუ ცვლილებები დაკავშირებულია მანაქანის სხვა მოდელის მოთხოვნასა ან დაქირავების ხანგრძლივობასთან, ცხადია, მომსახურეობის საფასურიც შეიცვლება შესაბამისად.

შეკვეთის ორდერი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას შეიცავს თქვენი ჯავშნის შესახებ, გამოიგზავნება თქვენთან დასტურის სახით. აღნიშნული საბუთი აუცილებლად უნდა წარადგინოთ დაქირავებული მანქანის აყვანისას.

ისარგებლეთ შეუზღუდავი გარბენის უპირატესობით, რომელსაც გთავაზობთ კომპანია Naniko სარაევოს აეროპორტში მანქანის დაქირავებისას!

ბუთმირის საერთაშორისო აეროპორტში მანაქანის დაქირავების საშუალებით, თქვენი მოგზაურობის მრავალფეროვნება უზრუნველყოფილი იქნება ყოველმხრივ, შეგიძლიათ შეუფერხებლად გადაადგილდეთ ნებისმიერი მიმართულებით. დედაქალაქიდან 10 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით მდებარეობს სამთო კურორტი, საუკეთესო სათხილამურო ტრასებით. გზა სამხრეთისკენ ტრვონოსკენ წაგიძღვებათ, აქ მდებარეობს ბჯელასიკას მთა და კიდევ ერთი გამორჩეული ზამთრის კურორტი. დასავლეთით, 40 კმ-ის დაშორებით შეგიძლიათ სოფელ ბრადინას და პატარა ლამაზ ქალაქს, კონჯიკს ეწვიოთ.