contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება სლოვენიაში

სლოვენია, ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ქვეყანა.

მას ესაზღვრება შემდეგი ევროპის ქვეყნები: ხორვატია, იტალია, ავსტრია, უნგრეთი.

სწორედ ამ ქვეყანაშია შესაძლებელი ყველაზე თვალწარმტაცი ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა.

მიუხედავად იმისა რომ, ქვეყნის ტერიტორია საკმაოდ პატარაა, ღირსშესანიშნავი ადგილებით ის მაინც მდიდარია. ტბების, მდინარეების, სამთო-სათხილამურო კურორტების, ტყეების, გამოქვაბულების, მომაჯადოვებელი სილამაზე, არ ტოვებს გულგრილს მის დამთვალიერებელს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ქალაქების მესამედი ნაწილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობათა ძეგლთა ნუსხაში.

გასაკვირი სულაც არაა, რომ სლოვენიას უამრავი ადამიანი სტუმრობს ყოველწლიურად, ამიტომაც მანქანის დაქირავება სლოვენიაში საკმაოდ მოთხოვნადია.

მანქანის დაქირავება სლოვენიაში

„ნანიკო“ გეგმავს სლოვენიის მნიშვნელოვან ქალაქებში მანქანების გაქირავების ოფისების გახსნას.

ძალიან მალე მომხმარებელი შეძლებს „ნანიკოსაგან“ შეიძინოს მანქანების გაქირავების ხარისხიანი სერვისი, ის მთლიანად იქნება ევროპულ სტანდარტების შესატყვისი.

თქვენ შეძლებთ მანქანის აყვანას ზღვისპირა ქალაქში და მის დაბრუნებას მთაში, ან ქვეყნის ნებისმიერი ქალაქის აეროპორტში. შეძლებთ მანქანის დაქირავებას დამატებითი აქსესუარებით და მძღოლთან ერთად. მოგზაურობის დროს, ჩვენი თანამშრომლები მუდამ მოგაქცევენ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში გაგიწევენ დახმარებას.

ჩვენ შემოგთავაზებთ

ულიმიტო გარბენს

24 საათიან მომსახურებას

დამატებით აქსესუარებს

კვალიფიცირებულ მძღოლს

მანქანის დაქირავება ინტერნეტისა და ტელეფონის მეშვეობით

ნებისმიერი კლასისა და წარმოების, ტექნიკურად გამართული მანქანა

თქვენი ყველა დღე სლოვენიაში იქნება ლამაზი და დასამახსოვრებელი. დაჯავშნე, დაიქირავე და იმოგზაურე სლოვენიაში ჩვენთან ერთად.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »