contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება ტაჯიკეთში

ზღაპრულად ლამაზი ქვეყანა – ტაჯიკეთი ცენტრალური აზიის უძველესი სახელმწიფოა. ქვეყანას ესაზღვრება: უზბეკეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, ავღანეთი. სახელმწიფოს დედაქალაქია – დუშანბე – ცენტრალური აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი.

ტაჯიკეთი

ქვეყნის ძირითადი ნაწილი მთებს აქვს დაკავებული, რაც ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. ამ ულამაზესი ქვეყნის არქიტექტურული ძეგლები იმდენად უნიკალურია, რომ ბადალი არ ჰყავს მთელს მსოფლიოში.
ტაჯიკეთს გააჩნია უდიდესი ჰიდროენერგო რესურსი.
ქვეყნის ულამაზესი ბუნება, მისი უძველესი კულტურა, ადათ-წესები იმდენად მიმზიდველი და შთამბეჭდავია, რომ ყოველ წლიურად მას სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ტურისტი.
ამ საინტერესო ქვეყნის ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით მიიწევს წინ, ამიტომაც სხვადასხვა საქმიან შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად აქ სისტემატიურად ჩამოდიან ბიზნესმენები.
მანქანების გაქირავების კომპანია „ნანიკო“ ახლო მომავალში გეგმავს ტაჯიკეთის დიდ ქალაქებში ოფისების გახსნას, ის შესთავაზებს საუკეთესო კლასისა და წარმოების მანქანებს მომხმარებელს.
ჩვენი კომპანია უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა ქალაქებში. მის ავტოპარკში არის, როგორც ბიზნეს შეხვედრებისათვის განკუთვნილი მანქანები, ასევე ქვეყანაში მოგზაურობისათვის. უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენთან გარანტირებულია.
მანქანის დაქირავება ტაჯიკეთში საიმედო კომპანიისაგან – „ნანიკოსაგან“
ჩვენ შემოგთავაზებთ მომსახურეობის საუკეთესო პაკეტს:

  • მანქანა მძღოლით ან მძღოლის გარეშე;
  • შეუზღუდავი გარბენი;
  • მანქანის დაქირავების ფასში შევა დღგ და დაზღვევა;
  • მანქანის დაჯავშნა ონლაინ რეჟიმში, ასევე ტელეფონის მეშვეობით;
  • სხვადასხვა წარმოებისა და კლასის მანქანები;
  • მანქანები საქმიანი ადამიანებისთვის და მოგზაურთათვის;
  • დამატებითი აქსესუარები;
  • მანქანის აყვანა და დაბრუნება ნებისმიერ დროს,  ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
  • მომსახურეობის გაწევა არასამუშაო საათებში.

მანქანის დაქირავება ნანიკოში საუკეთესო საშუალებაა, იმისათვის რომ თქვენი მოგზაურობა თუ საქმიანი შეხვედრა ტაჯიკეთის ქვეყანაში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი გახდეს!


FIND ALL NANIKO LOCATIONS »