contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება ანტალიაში

ანტალია თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს,  ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე. ეს ულამაზესი ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე -2 საუკუნეში დაარსდა.
დღესათვის ანტალია ტურისტების საყვარელი ადგილია. ლამაზი ქვიშიანი პლაჟები, ხმელთაშუა ზღვის კამკამა წყალი, თბილი კლიმატი ანტალიაში დასვენებას ხდის დაუვიწყარს.
გარდა იმისა, რომ ანტალიაში ულამაზესი ზღვის სანაპიროა, ქალაქს ძალიან საინტერესო ისტორია გააჩნია. რომაული და ბიზანტიური კულტურის კვალი შემორჩენილია მრავალი ძეგლის სახით: მეჩეთები,ციხეები, ძეგლები, ციხის კედლების ნანგრევები, სძენენ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს …

ანტალია მანქანების გაქირავება

მწვანე, ეგზოტიკურ მცენარეებში ჩაფლული ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია ზაფხულში, მის ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე პარკი, სკვერი, ბულვარი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანახაობრივი თვალსაზრისით ეს არის ქალაქის სამი ჩანჩქერი: კარპუზკარდირალი, დუდენი, კურშუნლუ.
სულ რაღაც 40 კილომეტრში ქალაქიდან მდებარეობს  სათხილამურო ტრასა. ასე, რომ ანტალია საინტერესოა ტურისტებისათვის ზამთრის პერიოდშიც.
ყველა ქალაქს არ აქვს, ისეთ დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, როგორც ანტალიას. მთავრობა ყოველწლიურად ხარჯავს უზარმაზარ თანხებს ქალაქის განაშენიანებაზე. ბევრი ტურისტი იმდენად ექცევა ქალაქის სილამაზის შთაბეჭდილების ქვეშ, რომ ქალაქში ყიდულობს საცხოვრებელ სახლს.
საკუთარი მანქანით მგზავრობა მეტად კომფორტულია და მოსახერხებელი, მაგრამ რადგანაც უცხო ქვეყანაში ჩამოსვლისას ეს ნაკლებადაა შესაძლებელი, სტუმრები ქირაობენ მანქანებს იმ კომპანიებისაგან, რომლებსაც აქვთ ეს მომსახურება.
ავტომობილის დაქირავება ანტალიაში პოპულარულია, ამიტომაც ჩვენმა კომპანიამ  – "ნანიკო" გადაწყვიტა ოფისის გახსნა ქალაქში.
ჩვენი კომპანია შესთავაზებს მომხმარებელს საუკეთესო მანქანებს. მანქანის დაქირავება შესაძლებელი იქნება ქალაქში ჩამოსვლამდე ინტერნეტის ან ტელეფონის მეშვეობით. ქალაქში ჩამოსვლისას თქვენ დაგხვდებათ ჩვენი კომპანიის მძღოლი და გადმოგცემთ მანქანას. 
ანტალიაში ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ:
ულიმიტო გარბენი
მძღოლის მომსახურება
დამატებით აქსესუარები
მანქანის  მიწოდება ქალაქის ნებისმიერ წერტილში
მანქანის დაქირავების ფასში შევა დღგ და დაზღვევა
სხვადსხვა კლასის და წარმოების მანქანები
დაიქირავეთ მანქანა ძალიან მალე ჩვენი კომპანიისაგან ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვადით. ჩვენ მზად ვართ მომსახურეობა გავუწიოთ, როგორც ბიზნესმენებს, სამოგზაუროდ და დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს.