contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანების გაქირავება სტამბულში

სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქია. ის ქვეყნის ერთ-ერთი მთავრი საგანმანათლებლო, კულტურული, სამრეწველო, სავაჭრო ცენტრია. ქალაქის მოსახლეობა 13 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაგრამ გარდა ამისა ქალაქს უამრავი საქმიანი ადამიანი და ტურისტი სტუმრობს ყოველ წლიურად. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ქალაქის განაშენიანება.
სტამბული ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, გაშენებულია ბოსფორის სრუტის ორივე ნაპირზე, ერთდროულად ევროპის და აზიის ტერიტორიაზე. ასეთი საინტერესო მდებარეობის გამო ქალაქი ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავ მდგომარეობაშია და საინტერესოა ბევრ ასპექტში. სტამბულშია განლაგებული ქვეყნის მნიშვნელოვანი ბანკები, ბიზნეს ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, უცხოურო და სადაზღვეო  კომპანიების ოფისები. სწორედ ამიტომაცაა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბიზნესმენების თავშეყრის ადგილი.  

მანქანების გაქირავება სტამბული

შორეულ წარსულში სტამბული უდიდესი და უძლიერესი იმპერიების: ბიზანტიის, რომის, და ოსმალეთის დედაქალაქი იყო. მის დღევანდელ ტერიტორიაზე უამრავი ძეგლია, რომელიც თავისი ისტორიით შორეული წარსულის ცივილიზაციებს უკავშირდება. ანტიკურ ხელოვანთა შედევრები თავისი სილამაზით და მომხიბვლელობით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენენ დამთვალიერებელზე.
ქალაქის სიმბოლო ცისფერი მეჩეთია, მისი ყოველი კოლონა და გუმბათი ცისფერია და მისი სახელიც აქედან გამომდინარეობს. მის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულია აია-სოფიას მეჩეთი. ამ უდიდეს ხელოვნების  ნიმუშში გაერთიანებულია ქრისტიანული და  მუსულმანური სამყარო. რადგან დღევანდელი მეჩეთი თავიდან წმინდა სოფიას საპატივცემულოდ აშენდა და ქრისტიან ხალხთა  სალოცავს წარმოადგენდა.
სტამბულის მთავარი ღირსშესანიშნავი ადგილია ასევე მეჩეთი – სულეიმანიე, რომელიც ცნობილია თავისი აკუსტიკით.
მუზეუმები, ციხეები, სხვდასხვა კულტურული ძეგლები, არქიტექტურის შედევრები უნიკალურს, საინტერესოს და მიმზიდველს ხდიან საუკუნეების ქალაქს.
სტამბული უდიდესი სავაჭრო ცენტრია, აქ არის უდიდესი პორტი, ხოლო სავაჭრო ცენტრებს შორის ყველაზე დიდია კაპალი ჩარშლის ბაზრობა, ის სხვადასხვა ქვეყნების ვაჭრების თავშეყრის ადგილია.
ერთი სიტყვით სტამბული თურქეთის სიამაყეა, ამიტომ მთავრობა თანხებს არ იშურებს მის განვითარებაზე. გამუდმებით შენდება ცათამბჯენები, ფეშენებელური, მსოფლიო ბრენდების სასტუმროები. მჩქეფარე ცხოვრების რიტმი არ ჩერდება არც დღისით და არც ღამით.
„ნანიკო“  მალე გახსნის ოფისს სტამბულში. უზრუნველყოფს მომხმარებელს სხვადასხვა კლასის და წარმოების მანქანებით. მანქანის დაქირავება და დაჯავშნა შესაძლებელი იქნება როგოც ინტერნეტით და ტელეფონით, ასევე ადგილზე.  
ყველაზე დახვეწილი და მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი კომპანიისაგან ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოგზაურებისათვის, ბიზნესმენებისათვის, ნებისმიერი მსურველისათვის.
ჩვენ შემოგთავაზებთ:
ეკონომ  და ბიზნეს კლასის მანქანები
დამატებითი აქსესუარები
ულიმიტო გარბენი
მანქანის დაქირავების ფასში შევა დაზღვევა და დღგ
მანქანის დაქირავება მძღოლით ან მძღოლის გარეშე
მისაღები ფასები
აღმოაჩინეთ ქალაქის თვალწარმტაცი ადგილები, დაგეგმეთ საქმიანი ვიზიტები და შეხვედრები, გამოიყენეთ ჩვენი კომპანიის სერვისი, ჩვენი დახმარებით თქვენ მიაღწევთ ყველაფერს, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ.