contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


მანქანის დაქირავება თურქეთში

თურქეთი მდებარეობს ევროპის სამხრეთ და აზიის ჩრდილო ნაწილში. საუკუნეების მანძილზე უდიდესი ცივილიზაციების კერას წარმოადგენდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორია.
თურქეთს ესაზღვრება: სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, სირია, საბერძნეთი და ბულგარეთი. ქვეყანას ოთხი ზღვა ესაზღვრება: შავი ზღვა, ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოს.
დღესათვის  თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა საერთაშორისო ასპარეზზე.  პოპულარულია თავისი ადგილმდებარეობით, ზღვისპირა კურორტებითა და ღირსშესანიშნაობებით.
უდიდესი წარსულის გადმონაშთი – კულტურული ძეგლები მთელს მის ტერიტორიაზეა გაბნეული, ამიტომ სანახაობრივი თვალსაზრისით საინტერესოა მისი ყოველი რეგიონი.  

თურქეთი მანქანის დაქირავება

თურქეთის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქებია: ანკარა, სტამბული, ანტალია, იზმირი, ბურსა,  კონია.
ყოველწლიურად მრავალი ადამიანი ჩამოდის თურქეთში დასასვენებლად,  რასაც ხელსაყრელი პირობები უწყობს ხელს: ქვიშიანი პლაჟები, მცხუნვარე მზე, გამჭირვალე ზღვა, ფეშენებელური სასტუმროები, ღამის კლუბები და ბარები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ქვეყანაში ტურიზმი ყვავის.  
ქვეყნის ცნობილი კურორტებია: ანტალია, ბოდრუმი, იზმირი, სიდე და სხვა…
რაც შეეხება ქვეყნის ინფრასტრუქტურას ის სწრაფი ტემპით მიიწევს წინ. კარგი ეკონომიკური მდგომარეობის  გამო ბიზნესის განსავითარებლად თურქეთში ათასობით საქმიანი ადამიანი ჩამოდის.
განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა ადამიანებს ხელს უწყობს კომფორტულად და თავისუფლად გადაადგილებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მანქანის დაქირავება თურქეთში საკმაოდ პოპულარულია.
"ნანიკო" წარმატებით ემსახურება მომხმარებელს ბევრ ქალაქში, ახლო მომავალში გეგმავს თურქეთის დიდ და მნიშვნელოვან ქალაქებში ოფისების გახსნას. მომხმარებელს წარუდგენს სხვადასხვა კლასისა და წარმოების მანქანებს და დააკმაყოფილებს მის ყველა მოთხოვნას, რადგან მისი სერვისი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ჩვენს კომპანიაში თქვენ მოგემსახურებათ კვალიფიციური კადრები, ისინი მოგაწოდებენ ინფორმაციას მანქანების, სერვისის, გზების შესახებ.
თქვენი თხოვნით  მანქანები აღიჭურვება დამატებითი აქსესუარებით:
GPS ნავიგატორი
სავარძლები ჩვილი ბავშვებისათვის
ველოსიპედის საჭერები
საბარგული
კომპანია მოგაწოდებთ მანქანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
"ნანიკო» უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.


FIND ALL NANIKO LOCATIONS »