contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55


ავტომობილის დაქირავება ოდესა, უკრაინა: მანქანების გაქირავება ოდესაში – კომპანია ნანიკო

ოდესა – უკრაინის სიამაყეა.
ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთ სანაპიროზე.
მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1.004.409 ადამიანს.
ოდესაში არის უკრაინის უმსხვილესი პორტი. ფართობის მიხედვით ქალაქი კიევისა და ხარკოვის შემდეგ მესამე ადგილზეა.
სტატისტიკური მონაცემების მოხედვით ოდესა ცხოვრების ხარისხით უკრაინაში პირველ ადგილზეა.
ოდესა არის ქვეყნის სამრეწველო, კულტურული, სამეცნიერო და საკურორტო ცენტრი.

ოდესა ავტომობილის დაქირავება - naniko

ეს ქალაქი მსოფლიოში ცნობილი ზღვისპირა კურორტია.
ყოველ წელს ის ტურისტების დიდ ნაკადს მასპინძლობს.
ყველაზე ცნობილი საკურორტო რეგიონი კი – არკადიაა.
აქ მდებარეობს დიდი რაოდენობით გამაჯანსაღებელი ცენტრები, სანატორიუმები, კლინიკები, სასტუმროები, რესტორნები, ღამის კლუბები.
ყველა ეს დაწესებულება სეზონის განმავლობაში მუსაობს 24 საათის განმავლობაში.
ოდესა ძველი ქალაქია და მის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული და კულტურული ძეგლებია.
ამ ქალაქში მთელი წლის განმავლობაში ჩამოდიან დიდი რაოდენობით ბიზნესმენები, რათა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საქმიან გარიგებებში. მოთხოვნა ტრანსპორტზე ქალაქში უდიდესია. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ქალაქი ივსება ტურისტებით.
ოდესაში არის საერთაშორისო აეროპორტი – “ოდესა”.
ოდესის აეროპორტი აკავშირებს უკრაინას აზიისა და ევროპის ქვეყნებთან.
საავტომობილო ტრანსპორტის საჭიროება უზარმაზარია, ამიტომაც მანქანების გაქირავების კომპანია “ნანიკომ” გადაწყვიტა ოდესაში ოფისის გახსნა.
მანქანების დაქირავება შესაძლებელი იქნება მძღლთან ერთად ან მძღოლის გარეშე. თქვენი სურვილის მიხედვით მანქანა აღიჭურვება დამატებითი აქსესუარებით.
ის შესთავაზებს მომხმარებელს საუკეთესო ეკონომ კლასის და ბიზნეს კლასის მანქანებს.
მანქანების დაჯავშნა შესაძლებელი იქნება ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჯიმში.
“ნანიკოს” მანქანები ოდესაში იქნება ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე კომფორტული და იაფი. გამოიყენეთ ჩვენი მომსახურება…