contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ალბუკერკე – ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქი, რომელსაც კვეთს მდინარე რიო-გრანდე

ალბუკერკე არის ყველაზე დიდი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ნიუ-ქსიკოს შტატში. ქლაქს კვეთს მდინარე რიო-გრანდე. ალბუკერკე წარმოადგენს უდიდესს მეგაპოლისს დაახლოებით 750 ათასი მცხოვრებით, რაც  შტატის მთელი მოსახლოების დაახლოებით ნახევარია.

ქალაქი დაფუძნდა 1706 წ-ს, როცა ესპანელი სამხედროები დაფუძნდნენ „რანჩო დე ალბუკერკეში“, რომელიც სტრატეგიულად იყო განლაგებული Camino Real-ის გასწვრივ. დღევანდელ დღესაც შეიძლება ვნახოთ ტრადიციული ესპანური ცხოვრების კვალი, სადაც ცენტრალურ მოედანზე განლაგებულია ყველაზე საჭირო საზოგადოებრივი შენობები და აქედან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ტაძარიც.

1862 წ-ს სამოქალაქო ომის ზუსტად შუაგულში, ალბუკერკე დაიკავა ფედერალურმა ჯარებმა გენერალ ჰენრი ჰოპკინსის სარდლობით და ქალაქს გადაუარა რამდენიმე თვიანმა ტანჯვამ და სიკვდილიანობამ. მეოცე საუკუნის დასაწყისში როცა ქალაქის მოსახლეობა იყო 8000-მდე მცხოვრები,  ქალაქში დაიწყო ეკონომიკური და  დემოგრაფიული ბუმი, დაიწყო ეფექტური ინფრასტრუქტურის ფორმირება და თანამედროვე სისტემების და სამედეცინო მომსახურების შექმნა.

ეწვევით რა ალბუკერკეს, შესაძლებელია ისე შექმნათ ეფექტური მარშრუტები, რომ თან ყურად იღოთ ლანდშაფტის თავისებურებანი და თან არ გამოტოვოთ არც ერთი კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობანი. შეიძლება ქალაქი პირობითად დავყოთ ოთხ კვადრატად და თანამიმდევრულად დავეყრდნოთ ამ სქემით დაყოფას. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც არის ქალაქის ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ნაწილი, აქ ვნახავთ ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტს, მაქსველის ანტროპოლოგიის მუზეუმს, ხოლო საცხოვრებელ რაიონში არის რამდენიმე  სავაჭრო ცენტრი, რომლებიც იდეალურია როგორც საყიდლების ასევე მყუდრო ბარებში დასასვენებლად. აქ არის აგრეთვე Balloon Fiesta Park და ალბუკერკეს აკადემია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შესაძლებელია ეწვიოთ  ძველ ქალაქს, რომელიც ეკუთვნის 18-ე საუკუნის პირველი ნახევარს და ხასიათდება როგორც პეტროგლიფების ეროვნული ძეგლი, ასევე შეიძლება ეწვიოთ ისტორიულ კვარტალს Martineztown, რაიონ Paradise Hills და Cottonwood Mall.

ეწვიეთ ყველაზე სანახოებრივ ადგილებს და მიიღეთ დიდი სიამოვნება ალბუკერკეს საჰაერო ბურთების საერთაშორისო ფესტივალისაგან!

არ გაუშვათ შანსი 3100 მ სიმაღლიდან ულამაზესი ხედების ნახვით მიიღოთ სიამოვნება Sandia Peak-ში, რომელიც განლაგებულია ქალაქიდან რამდენიმე კმ-ში, სადაც ასვლას შესძლებთ აშშ-ში ყველაზე გრძელი საბაგირო გზით.

ასევე სანახავად საინტერესოა ძველ ქალაქში, რიო-გრანდე ბულვარში განლაგებული Old Town Plaza, რომელსაც გარს აკრავს რესტორნების, მაღაზიების და ბარების უმრავლესობა. ტელეფონების მუზეუმი Pioneer წარმოგვიდგენს 1876 წ-დან დღემდე არსებული ტელეფონების ფართო კოლექციას.

ქალაქში ყოველწლიურად ტარდება 1972 წ-ის ოქტომბერში  დაარსებული მნიშვნელოვანი ფესტივალი Balloon Fiesta. ქალაქის თავზე ათასზე მეტი, ფერადი საჰაერო ბურთი აიჭრება ცაში და აღფრთოვანებაში მოჰყავს ათეულ ათასობით მნახველი.