contact@naniko.com

: +995 (574)   28-88-55




ამსტერდამი – არხებისა და ტიტებით აყვავებული მინდვრების ქალაქი.

ამსტერდამი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პატარა დედაქალაქი, სადაც ყველაფერი ერთმანეთის გვერდი გვერდ ისე კომპაქტურად და მოხერხებულად არის განლაგებული, რომ აქ გამვლელებს ხელს არ უშლის მხედველობიდან გამორჩეთ ქალაქის ყველაზე საინტერესო სანახაობანი. თქვენ ადვილად შესძლებთ თვითონვე მოაწყოთ ქალაქის ტურები, როგორც ველოსიპედით ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დაქირავებული მანქანით, სადაც თქვენ  შესძლებთ ნახოთ ყველაფერი, XVII საუკუნის ისტორიული ძეგლებიდან დაწყებული თანამედროვე ჰოლანდიური ცხოვრებით დამთავრებული. თქვენ ვერ გამოიცნობთ თუ რა სიამოვნება გელოდებთ ველოსიპედით ექსკურსიის შემთხვევაშიც, ამ დროს თქვენ აღმოაჩენთ ქალაქის დაფარულ სილამაზეებს, მით უმეტეს ველოსიპედი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ამსტერდამის განუყოფელ ნაწილს და მის გარეშე ქალაქი კარგავს თავის შარმს.

ერთი სიტყვით ამსტერდამი გვევლინება იმ ქალაქად, რომელსაც პირველივე ნაბიჯების შემთხეხაშიც კი შეუძლია დაიპყროს თქვენი გული თავისი – სუფთა ჰაერით, არხებით და შორეული ისტორიული გამოძახილებით. ულამაზესი სახლებისა და დაკიდული ხიდების, ასევე ტიტებით აყვავებული უსაზღვრო მინდვრების ფონზე ეს ყველაფერი უსაზღვროდ თვალწარმტაცია.
ამსტერდამში ტურისტებს უამრავი რამ იზიდავთ როგორც დღის ასევე საღამოს საათებში. თუ შეასრულებთ კრუიზს ქალაქის არხებით, მზის ჩასვლისას თუ როგორ იცვლება ქალაქის სახე თქვენს გაოცებას არ ექნება საზღვარი, თქვენ უამრავ ახალ ნიუანსს შენიშნავთ, რაც დღისით შეუმჩნეველი იყო. მზის ჩასვლისას თქვენ დაინახავთ როგორ იძირება ქალაქი არა რეალურ რბილ ფერებში და რაც ასევე თითქმის თქვენზეც ვრცელდება.

ამსტერდამის გნმასხვავებელი ნიშანი არის დიდი პარკები, მათ შორის ერთ-ერთია ტიტებში ჩაძირული Vounderlpark. აქ ხშირი ხეების ჩრდილსა და სუფთა ჰაერზე, შეიძლება წყნარად დაისვენოთ.

ამსტერდამისათვის გადაუდებელ ნაწილად გვეჩვენება მუზეუმებისა და გალერიების ნახვა, მათ შორის ვან გოგის მუზეუმი, სადაც დატკბებით მხატვრის უკვდავი შედევრებით. მუზეუი დაყოფილია სამ ნაწილად და წარმოდგენილია ხელოვანის ცხოვრების და შემოქმედების ძირითადი ეტაპები.

მეორე არა ნაკლებად მნიშვნელოვანი და პოპულარულია ფლამანდიური ხელოვნების სახლი და მუზეუმი რეიკსმუზეუმი, ვან გოგის მუზეუმიდან ახლოს. აქ შეიძლება ნახოთ ყველაზე ცნობილ ფლამანდიელ ხელოვანთა ნამუშევრები.

გაისეირნებთ რა ამსტერდამის ქუჩებში, ჩაიძირებით შესანიშნავ და უკვდავ  საოცრებებში!

ამსტერდამში ნამყოფთა აბსოლუტური უმრავლესობა ხელიდან არ უშვებენ შანსს მოხვდნენ წითელი ფანარების რაიონში. აქვეა ასევე პრეზერვატივების მსოფლიოში პირველი მაღაზია და პროსტიტუცის მუზეუმი. პრეზერვატივების მაღაზია მდებარეობს ამსტერდამის ერთ-ერთ უძველეს ქუჩაზე  Warmoesstraat, აქ ნახავთ ხელით წარწერებიან ფერად-ფერად პრეზერვატივებს, აქვეა პატარა მუზეუმიც. როცა 80-იან წლებში გაიხსნა ეს მაღაზია, მისი ძირითადი მიზანი იყო მოხსნილიყო უსაფრთხო სექსის პროფილაქტიკის და კონტრაცეფტივების ტაბუ, ასევე პროსტიტუციის მუზეუმი გადაიქცა რაღაც თანამედროვე სექსუალური ისტორიის ინსტიტუტად.